ბენიტესი: ინტერს ბრემენში მოგება შეუძლია

AutoSharing Option
"ინტერის" მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური რაუნდის "ვერდერთან" დღევანდელ შეხვედრას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მისი თქმით, მილანელები ჯგუფში პირველი ადგილისთვის ბრძოლას აპირებენ. ბოლო ტურის წინ "ინტერი" მეორე ადგილს იკავებს და თავის აქტივში 10 ქულა აქვს. "ტოტენჰემი" იტალიურ კლუბს დამატებითი მაჩვენებლით უსწრებს.

"ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსი გვაქვს. ჩვენი მიზანი სამი ქულის აღებაა და აქ ზუსტად ამისთვის ჩამოვედით. ჩემპიონთა ლიგაში, რაც შეიძლება უკეთ უნდა ვიასპარეზოთ , ეს მთლიანად იტალიური ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერჯერობით საქმე ცუდად არ მიგვდის.

სხვა მატჩების შედეგებზე
ზეგავლენა არ შეგვიძლია მოვახდინოთ, სამაგიეროდ შეგვიძლია ბრემენში გავიმარჯვოთ. სასტარტო შემადგენლობა ჯერ არ განმისაზღვრია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ის მოთამაშეეები, რომლებიც მოედანზე გამოვლენ, გამარჯვებისთვის იქნებიან დამუხტულები. დღევანდელი შეხვედრის მნიშვნელობას ჩვენთვის ათბალიანი სისტემით ათით შევაფასებდი. ყველა მოთამაშეს, რომელიც ამ მატჩში მონაწილეობას მიიღებს, ეს მშვენივრად ესმის", - განაცხადა ბენიტესმა.


მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული