ბენიტესს ვერდერთან წაგება არ აღელვებს

AutoSharing Option
"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა "ვერდერთან" 0:3 წაგებული მატჩის შემდეგ არიარა, რომ შეხვედრის შედეგი თავიდანვე არცთუ ძალიან აღელვებდა. ესპანელი სპეციალისტის თქმით, ამ მატჩს ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის თავის გამოჩენის საშუალებად განიხილავდა. ბენიტესი დარწმუნებულია, რომ მილანური გუნდის ტრავმირებული ლიდერების დაბრუნებასთან ერთად გუნდის საქმეები წინ წავა.

"მატჩის წინ გვესმოდა, რომ მოგება გვჭირდებოდა და "ტოტენჰემის" წაფორხილების იმედი უნდა გვქონოდა. ვაცნობიერებდით, რომ რთული იქნებოდა პირველ ადგილზე გასვლა, ამიტომ გადავწყვიტეთ ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის გამოცდილების მიღების საშუალება მიგვეცა. მათი მოქმედებით კმაყოფილი ვარ, დაამტკიცეს, რომ საკმაოდ მომწიფებულები არიან ამ დონეზე
სათამაშოდ. სეზონში ჩვენი ერთერთი სამიზნე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატია. გასაკვირი არაა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი ფიქრებით უკვე  არაბეთის გაერთიანებულ ემირატებშია. ჩვენთვის გადამწყვეტი "ტვენტესთან" მატჩი გახდა, როცა პლეიოფში გასვლა გავინაღდეთ. არ ვანიჭებდი დიდ მნიშვნელობას როგორი შედეგით დამთავრდებოდა ეს მატჩი. ამჯამად ლაზარეთში რამდენიმე მოთამაშე იმყოფება და ვეცადეთ ახალი დანაკარგებისთვის თავი აგვერიდებინა. დარწმუნებული ვარ, რომ მალე გუნდს საქმეები უკეთ წაუვა. როცა ჟულიო სეზარი, დიეგო მილიტო, მაიკონი და სხვები დაბრუნდებიან, სულ სხვა თამაშს ვითამაშებთ", - განაცხადა ბენიტესმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული