"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა "ვალენსიასთან" შინ 1:1 დასრულებული მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ მისი გუნდი მოგებას იმსახურებდა, მაგრამ მრავალრიცხვოვანი შესაძლებლობის გამოყენება ვერ მოახერხა. საერთო ჯამში მანჩესტერელთა თავკაცი თამაშით კმაყოფილი დარჩა, ფრემ ხომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ჯგუფში პირველი ადგილი შეუნარჩუნა.
"ბევრი მომენტი შევქმენით და აზრიანი ფეხბურთი ვაჩვენეთ. პირველი გოლის გატანიდან 5 წუთის შემდეგ ვალდებულები ვიყავით მეორეც გაგვეტანა, ამის ბრწვინვალე შესაძლებლობა გვქონდა. მაგრამ ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშზე გადავედით, ეს კი ძალიან სახიფათოა. აქ საქმე ფსიქოლოგიაშია, ამასთან ახალგაზრდა მცველები გვყავდა. მაგრამ საერთო ჯამში კარგი
მატჩი ჩავატარეთ, ბევრი მომენტი შევქმენით და რამდენიმე გოლი უნდა გაგვეტანა. წინა კვირამდე 29 მატჩში დაუმარცხებლები ვიყავით, მაგრამ ადრე თუ გვიან წაგება გარდაუვალია. აი, დღეს ზედიზედ მეექვსე მატჩში კარის მშრალად შენახვასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ არ გამოგვივიდა. თუმცა ჯგუფში პირველი ადგილი ნებისმიერ სტატისტიკაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. არ ვიცი, ვისთან შეხვედრა მოგვიწევს პლეიოფში. მთავარია, რომ მეორე შეხვედრა შინ ჩავატაროთ", - განაცხადა ფერგიუსონმა.
მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით