"კოპენაჰგენის" მთავარი მწვრთნელი სტალე სოლბაკენი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში "პანათინაიკოსთან" 3:1 გამარჯვების შემდეგ სიხარულს არ მალავდა. დანიურმა გუნდმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და პლეიოფში გავიდა. კლუბის თავკაცის აზრით, "კოპენჰაგენმა" ეს უფლება გააზრებული თამაშით და დაცვაში საიმედო მოქმედებით სრულიად დაიმსახურა.
"ტურნირის სტარტზე მხოლოდ სიურპრიზების მოწყობა შეგვეძლო. ჯგუფური ეტაპის დასასრულს ორი მატჩპოინტი გვქონდა, რის გამოც ჩვენზე ზეწოლა გაძლიერდა. ამჟამად გახარებული ვარ და თავს მსუბუქად ვგრძნობ. გავბედავ და ვიტყვი, რომ ჩემპიონთა ლიგაში, შესაძლოა, ერთერთი საუკეთესო დაცვითი ხაზი გვყავს. ამავე დროს თანმიმდევრულ
ფეხბურთს ვთამაშობთ. მიმაჩნია, რომ ჩემმა გუნდმა ჯგუფში მეორე ადგილი სამართლიანად დაიკავა. "პანათინაიკოსი" ორჯერ დავამარცხეთ და ვფიქრობ, ორი მატჩის ჯამში "რუბინზე" ძლიერები ვიყავით. მეოთხედფინალში გასვლა თუ გვსურს კარგი იქნება"რეალთან" და ინგლისის სამივე წამყვან გუნდთან შეხვედრას ავცდეთ. ჩემი აზრით, ბრძოლის გაგრძელების უკეთესი შანსი გვექნება თუ კენჭისყრა მეტოქედ "შალკეს", "ტოტენჰემს" ან "შახტარს" გვარგუნებს", - განაცხადა სოლბაკენმა.
მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით