უეფამ სპარტაკი-ჟილინას გამოძიება დაიწყო

AutoSharing Option
უეფამ დისციპლინარული გამოძიება დაიწყო "სპარტაკსა" და "ჟილინას" შორის ჩემპიონთა ლიგის 6-ე ტურის მატჩში განვითარებულ მოვლენებზე. დისცპლინარულ დარღვევათა შორის, რომლებშიც შესაძლოა რუსული კლუბი დაადანაშაულონ,  მთავარი რუსი გულშემატკივრების მოედანზე შევარდნა, პიროტექნიკის გამოყენება და სროლაა, ასევე გულშემატკივართა თავდასხმა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე.

შეგახსნებთ, რომ მოსკოვური კლუბის გულშემატკივრების მიერ შექმნილი უწესრიგობის გამო ამ მატჩს ჩაშლის საშიშროება ემუქრებოდა.

დისციპლანური გამოძიება "ჟილინასთან" დაკავშირებითაც დაიწყო "ფეხბურთელების არასათანადო ქცევის" მუხლით (ხუთი ან მეტი გაფრთხილება), და "შეხვედრის არასათანადო ორგანიზება" (მოედანზე გულშემატკივართა შევარდნა). გადაწყვეტილებას ამ საქმესთან დაკავშირებით უეფას საკონტროლო-დისციპლანურული კომიტეტი ხუთშაბათს
16 დეკემბერს მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული