1/8 ფინალში ერთმანეთს ბარსელონა და არსენალი დაუპირისპირდებიან

AutoSharing Option
ნიონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის პროცედურამდე გუნდები ორ კალათად იყვნენ დაყოფილნი:

პირველი - ჯგუფის გამარჯვებულები: "ტოტენჰემი" (ინგლისი), "შალკე" (გერმანია), "მანჩესტერი" (ინგლისი), "ბარსელონა" (ესპანეთი), "ბაიერნი" (გერმანია), "ჩელსი" (ინგლისი), "რეალი" (ესპანეთი), "შახტარი" (უკრაინა).

მეორე - გუნდები, რომლებიც ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდნენ: "ინტერი" (იტალია), "ლიონი" (საფრანგეთი), "ვალენსია" (ესპანეთი), "კოპენჰაგენი" (დანია), "რომა" (იტალია), "მარსელი" (საფრანგეთი), "მილანი" (იტალია), "არსენალი" (ინგლისი).
კენჭისყრის შედეგად გუნდები ამგვარად დაწყვილდნენ:

"რომა" - "შახტარი"
"მილანი" - "ტოტენჰემი"
"ვალენსია" - "შალკე"
"ინტერი" - "ბაიერნი"
"ლიონი"-"რეალი"
"არსენალი"-"ბარსელონა"
"მარსელი"-"მანჩესტერი"
"კოპენჰაგენი"-"ჩელსი"


პირველი მატჩები
პირველად დასახელებული გუნდების მოედანზე ჩატარდება 15,16 , 22, 23 თებერვალს, საპასუხო შეხვედრები კი 8, 9, 15, 16 მარტს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული