01:26 22-04-2015
ბაიერნი-პორტუ 6:1 - გაბრაზებული "ბაიერნი" დრაკონზე საშიშია [VIDEO]
AutoSharing Option
27-ე წუთზე უკვე ყველაფერი ნათელი იყო. ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა 13-წუთიან მონაკვეთში 3 გოლი გაუტანა "პორტუს" და ცხადი გახადა, რომ "დრაკონები" ჩემპიონთა ლიგიდანაც გაქრებოდნენ. პირველი ტაიმი კი პეპის ბიჭებმა 5:0 მოიგეს. კიდევ ერთხელ ვნახეთ, თუ რას ნიშნავს და რა საშიშია გაბრაზებული "ბაიერნი".
გვარდიოლას ისევ არ ჰყავდა არიენ რობენი, ფრანკ რიბერი და დავიდ ალაბა, ხოლო ბასტიან შვაინშტაიგერი განაცხადში კი მოხვდა, მაგრამ ახლად მომჯობინებულია, თანაც, ის გუნდს არ დასჭირდა და მინდორზე არც შემოსულა. წარმოიდგინეთ, რა შეუძლიათ მიუნხენელებს ახლა და რა იქნება, როდესაც ხსენებული ფეხბურთელები მინდორს დაუბრუნდებიან...
პორტუელები დაიჩაგრნენ და "ბაიერნის" შემდეგ ეტაპზე გასვლა დამსახურებული და ლოგიკურია, მაგრამ მაინც უნდა აღვნიშნოთ, რომ ხულენ ლოპეტეგის ფლანგის მცველები - დანილო და ალექს სანდრო არ ჰყავდა, ხოლო თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ორი ფეხბურთელი კლუბისთვის, ალბათ, კარგად მოგეხსენებათ.
ბარემ აღვნიშნოთ ისიც, რომ რობერტ ლევანდოვსკი დუბლით გამოირჩა, ტიაგო ალკანტარა - გოლს პლუს პასით, თომას მიულერი კი - გოლს პლუს ორი პასით. პორტუგალიელებმა ერთადერთი ის მოახერხეს, რომ ჯექსონ მარტინესმა გული მოიფხანა და ერთი გოლი შეაგდო, რისთვისაც ქებას იმსახურებს, რადგან მეტჯერ ზუსტად "პორტუს" მანუელ ნოიერის კარში არც დაურტყამს, კარისკენ კი მხოლოდ ორჯერ დაარტყა.
მოკლედ, "ბაიერნმა" გაილაღა და სიმბოლურია, რომ პარალელურად ნახევარფინალის საგზური გვარდიოლას ყოფილმა გუნდმა "ბარსელონამ" მოიპოვა. ბევრი პეპის მოწინააღმდეგის რანგში "კამპ ნოუზე" დაბრუნებას ელოდება, მაგრამ დანარჩენი წილისყრაზეა დამოკიდებული.
მატჩის შემდეგ:
ხოსეპ გვარდიოლა: ჩემთვის სულერთია, ნახევარფინალში ვის შევხვდებით
ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი
ბაიერნი-პორტუ 6:1
(პირველი მატჩი 1:3)
გოლები: 1:0 ტიაგო ალკანტარა (14), 2:0 ბოატენგი (21), 3:0 ლევანდოვსკი (27), 4:0 მიულერი (36), 5:0 ლევანდოვსკი (40), 5:1 ჯ. მარტინესი (73), 6:1 ალონსო (88)
ბაიერნი (4-3-3): ნოიერი - რაფინია (72. როდე), ბოატენგი, ბადშტუბერი, ბერნატი - ლამი, ალონსო, ტიაგო ალკანტარა (90. დანტე) - გიოტცე (86. ვაიზერი), მიულერი, ლევანდოვსკი
პორტუ (4-3-3): ფაბიანო - რეიესი (33. რიკარდო პერეირა), მაიკონი, მარკანო, მარტინს ინდი - ერერა, კაზემრიო, ოლივერ ტორესი - კვარეშმა (46. რ. ნევეში), ბრაჰიმი (67. ევანდრო), ჯ. მარტინესი
გაფრთხილება: ბადშტუბერი - ერერა, ჯ. მარტინესი, რიკარდო პერეირა, მარკანო, მარკანო
გაძევება: მარკანო (87)
კუთხური: 4-1 ჯარიმა: 19-19 თამაშგარე: 0-1 კარში დარტყმა: 21(9)-2(1) ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 70 948
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ნორმალურ გუნდს სანამ არ შეხვდება ვერ ვიტყვით საუკეტესოა თუ არა დღევანდელი გუარდიოლას ბაიერნი თითქმის ერთი ერთში იგივეა რაც შარშან იყო და რაც დაემართა ყველას კარგად ახსოვს 0-1 0-4 :)
0
0
გვარდიოლას ბავარია საუკეთესო გუნდია დღეს მსოფლიოში
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული