21 აპრილს, "ალიანს არენაზე" გამართულ შეხვედრაში "ბაიერნმა" "პორტუ" ანგარიშით 6:1 გაანადგურა და ნახევარფინალში გავიდა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი მატჩი პორტუგალიელთა გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.
ესპანელი სპეციალისტის თქმით, მას ერთი წამითაც არ ეპარებოდა ეჭვი, რომ ორი მატჩის ჯამში გამარჯვება მის გუნდს დარჩებოდა.
"ძალიან, ძალიან გახარებული ვართ იმით, თუ როგორ ვითამაშეთ დღეს. განსაკუთრებით კი, იმიტომ, რომ ბოლო დროს გოლების გატანა
მეორე ტაიმში "პორტუ" გადაეწყო და პრობლემები შეგვიქმნა. არადა, შესვენებამდე მეტოქეს შანსი საერთოდ არ ჰქონია. სამაგიეროდ, მეორე ნახევარში "პორტუმ" სახიფათო მომენტების შექმნა დაიწყო. ასეა, ჩემპიონთა ლიგაში "ჩათვლემა" ხომ არასდროს შეიძლება...
პორტუში გამართული შეხვედრის შემდეგაც ვგრძნობდი, რომ ყველაფერი გამოგვივიდოდა. ვცდილობ ხოლმე, დეტალურად შევისწავლო თითოეული მეტოქე და შესაბამისად, ჩემთვის არ ყოფილა სიურპრიზი ის, თუ როგორ ითამაშა "პორტუმ" საკუთარ მოედანზე.
"პორტუ" კარგი გუნდია, რომელმაც დღეს, რა თქმა უნდა, თავისი საუკეთესო თამაში ვერ აჩვენა.
ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ტიაგო ალკანტარამ. მისი სიძლიერე ფსიქოლოგიაშია. უბრალოდ, წარმოიდგინეთ - მას მთელი წელია, არ უთამაშია! ახლა კი ის ისევ მწყობრშია და არაჩვეულებრივად თამაშობს.
ჩემთვის სულერთია, ნახევარფინალში ვის შევხვდებით. შევეცდებით, შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენოთ, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება მეტოქე: "რეალი", "ბარსა", "ატლეტიკო", "იუვენტუსი" თუ "მონაკო".