ლუის ენრიკე: "ბაიერნს" უნდა მოვუგოთ როგორც შინ, ისე სტუმრად!

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის კენჭისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

კატალონიურ გრანდს ორრაუნდიანი ბრძოლის გადატანა მიუნხენის "ბაიერნთან" მოუწევს, ლუის ენრიკე კი მიიჩნევს, რომ მისი და ხოსეპ გვარდიოლას გუნდების დაპირისპირება ყველა მონაწილისთვის განსაკუთრებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლა უწინ "ბარსელონას" წვრთნიდა.

"ეს განსაკუთრებული მატჩები იქნება ჩემთვის, გვარდიოლასა და ყველა მოთამაშისთვის, - აქვეყნებს ლუის ენრიკეს ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი. - ეს ბრწყინვალე შეხვედრა იქნება "ბარსელონას" ყველა გულშემატკივრისთვისაც.

ჩვენ ამოცანაა, მოვიგოთ როგორც შინ, ისე სტუმრად".

პირველი მატჩი ბარსელონაში 5 მაისს
შედგება, საპასუხო კი მიუნხენში - 12 მაისს.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 6 /
პატივცემულო ლუის ენრიკე, ძაან ხმამაღალი განცხადება ხომ არ არის შენი მხრიდან?! მოურინიოს ნუ მიბაძავ სიყოყოჩეში.
georgiano
02:31 25-04-2015
0
ჯერ გადახტი და მერე იბლატავე
Nika
15:18 25-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული