უეფას მიერ შედგენილ ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურში არც მესია და არც რონალდო

AutoSharing Option
უეფას ოფიციალურმა საიტმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩების სიმბოლური ნაკრები დაასახელა. აღსანიშნავია, რომ სიმბოლურში ვერ მოხვდნენ მადრიდის "რეალის" ფორვარდი კრიშტიანო რონალდო და "ბარსელონას" შემტევი ლიონელ მესი.

მათ "ნაცვლად" სიმბოლურში ყოფილი რეალელი ალვარო მორატა ვიხილეთ, რომლის გოლმაც "რეალის" კარში, ტურინის "იუვენტუსს" ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზური მოუპოვა. ასევე, სიმბოლურშია რობერტ ლევანდოვსკი.

სიმბოლური ნაკრები კი ასე გამოიყურება:
ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი), პატრის ევრა (იუვენტუსი), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), მარსელო (რეალი), ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი), პოლ პოგბა
(იუვენტუსი), ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი), ალვარო მორატა (იუვენტუსი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), ნეიმარი (ბარსელონა).
მკითხველის კომენტარები / 3 /
შაკოს ვეთანხმები! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ პოგბა რა პონტში მოხვდა სიმბოლურში? ერთი თამაში ითამაშა და ისიც მაგაზე უვარგისი მოედანზე არავინ იყო! სუარესიც უნდა ყოფილიყო და მესიც!!!
0
ლევანდოვსკის მაგივრად სუარესი უნდა იყოს. მაგის დამსახურებაა ორივე გოლი. ლევას ისეთი არაფერი გაუკეთებია. პირლომაც კარგად ითამაშა. შვაინაზე ნაკლები არ იყო. დალშე კარგია. მესის და რონალდოს არც არაფერი ესაქმებოდათ აქ
coco
16:17 14-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული