18:13 09-06-2015
უეფამ 2014/15 წლების ჩემპიონთა ლიგის 10 საუკეთესო გოლი გამოავლინა [VIDEO]
AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ახლახან დასრულებული სეზონის ათი საუკეთესო გოლი უეფას ტექნიკურმა დამკვირვებლებმა გამოავლინეს.
რაც შეეხება პორტუგალიელი ვარსკვლავის მიერ 22 ოქტომბერს, "ლივერპული"-"რეალის" (0:3) მატჩში გატანილ პირველ გოლს, "ენფილდზე" რონალდომ ჯერ პეპესთან გაითამაშა ბურთი, შემდეგ ქარიმ ბენზემასთან, ბოლოს კი ის ხამეს როდრიგესს გადააწოდა. კოლუმბიელმა საჯარიმოში შეჭრილ პორტუგალიელს დაუბრუნა, ამ უკანასკნელმა კი შეუჩერებლად დაარტყა.
აღსანიშნავია, რომ ტოპ-ათეულში ხუთი "ბარსელონასია". მეორე-მესამე ადგილებზე ივან რაკიტიჩისა და ლიონელ მესის გოლები აღმოჩნდა. სხვათა შორის, ათეულში ეს ფეხბურთელები ორ-ორჯერ არიან დასახელებულნი.
ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:
1. კრიშტიანო რონალდო (ლივერპული-რეალი 0:3)
2. ივან რაკიტიჩი (იუვენტუსი-ბარსელონა 1:3)
3. ლიონელ მესი (ბარსელონა-ბაიერნი 3:0)
4. ლუის სუარესი (პსჟ-ბარსელონა 1:3)
5. ივან რაკიტიჩი (ბარსელონა-მანჩესტერ სიტი 1:0)
6. მარკო როისი (გალათასარაი-ბორუსია 0:4)
7. ქარიმ ბენზემა (რეალი-ბაზელი 5:1)
8. ლიონელ მესი (პსჟ-ბარსელონა 1:3)
9. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი-პორტუ 6:1)
10. ვენსან აბუბაკარი (პორტუ-ბაზელი 4:0).
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
Es uefa ki ara puuuefaa.messis gols amas rom amjobineb eseigi magari gamcarebuli xar messis da barselonas tamashit da carmatebit.triplets bevri didi dro ver moinelebs.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული