დღის ცენტრალური დაპირისპირება, რა თქმა უნდა, "ლუი II-ზე" გაიმართა, სადაც "მონაკო" "ვალენსიას" მასპინძლობდა. პირველი თამაში ესპანელებმა 3:1 მოიგეს და უპირატესობის შენარჩუნების შემთხვევაში, "ღამურები" ქვეყნის მეხუთე წარმომადგენლები გახდებოდნენ ჯგუფურ ეტაპზე.
ასეც მოხდა, მე-4 წუთზე ალვარო ნეგრედომ შესანიშნავად გადაუგდო მეკარე სუბაშიჩს ბურთი თავზე და "ვალენსია" დააწინაურა. თუმცა "მონაკო" არ დანებდა, ორი გოლიც გაიტანა, მეტი ვერ შეძლო.
* * *
დღეს ბოლო ხუთი წყვილი გაარკვევს ბოლო ხუთი საგზურის მფლობელს და ჩემპიონთა ლიგა 2015/16 წლების სეზონის საბოლოოდ შეივსება, ხუთშაბათს კი ყველა ჯგუფური ეტაპის წილისწყრას დაველოდებით. თუ წუხელ ერთი გამორჩეული დუელი იყო, დღევანდელებში დღეს ასეთი სამის დასახელება შეგვიძლია. პირველ რიგში, "ლევერკუზენისა" "ლაციოს" დუელს გამოვყოფთ. რომში "ლაციომ" 20 წლის სენეგალელი ბალდე კეიტას გოლის წყალობით მოიგო. თუკი იტალიელები იმარჯვებენ, ამ ორ ქვეყანას 3-3 წარმომადგენელი ეყოლება ჯგუფურ ეტაპზე. "ლაციომ" ჩემპიონატიც მოგებით დაიწყო, "ლევერკუზენს" კი 2 ტურის მერე ბუნდესლიგაში ქულათა მაქსიმუმი აქვს. მოკლედ, ყველა წინაპირობაა, რომ გერმანიაში ბრწყინვალე თამაში ვიხილოთ.
ძალიან საინტერესო დუელი იქნება "ხიმკი არენაზე", სადაც ცსკა შეეცდება ლისაბონის "სპორტინგის" დამარცხებას. პირველ შეხვედრაში პორტუგალიელებმა 2:1 იმარჯვეს. ვფიქრობთ, აქ შანსები 50X50-ზეა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველაზე ტიტულოვანი გუნდი "მანჩესტერ იუნაიტედია". ლუი ვან გაალის გუნდი "ბრიუგესთან" დაპირისპირებაში ფავორიტია, მით უფრო, რომ პირველი შეხვედრა ორ-ბურთიანი სხვაობით მოგებული აქვს.
25 აგვისტო
დინამო ზ.-სკენდერბეუ 4:1 (2:1)
გოლები: 1:0 სუდანი (9), 1:1 ესკვერდინია (10), 2:1 ჰოჯიჩი (15), 3:1 ტარაველი (55), 4:1 სუდანი (80)
დინამო ზ. (4-2-3-1): ედუარდო - პინტო, სიგალი, ტარაველი, პივარიჩი - მაჩადო, გონსალო - სუდანი, კორიჩი (67. როგი), პიაჩა (77. ფერნანდესი) - ჰოჯიჩი (52. ანტოლიჩი)
სკენდერბეუ (4-4-2): შეჰი - ვანგხელი, რადასი, იაშანიცა, არაპი - პროგნი (65. ნიმაბა), ლილაი, შკემბი, ესკერდინია - ლატიფი (78. ჰრისტოვი), ბერიშა (58. ოლაინკა)
გაფრთხილება: გონსალო, კორიჩი, პივარიჩი - ბერიშა, ვანგხელი
გაძევება: გონსალო (48)
მაქაბი თ-ა.-ბაზელი 1:1 (2:2)
გოლები: 0:1 ცუფი (11), 1:1 ზეჰავი (24)
მაქაბი თ-ა. (4-2-3-1): პაბლო - სპუნგინი, ბენ ჰაიმი, ტიბი, ბენ ჰარუში - ალბერმანი, იგიებორი (70. პერეცი) - ბენ ჰაიმი II (83. მიჩა), მიტროვიჩი (91. იცჰაკი), რიკანი - ზეჰავი
ბაზელი (4-4-2): ვაჩლიკი - ლანგი, სუხი, სამუელი, საფარი - კალა (83. აიეტი), ელნენი (76. გაში), ჯაკა, ბიარნასონი (68. ბოეტიუსი) - ემბოლო, ცუფი
გაფრთხილება: რიკანი - საფარი, ცუფი, ჯაკა, სუხი
მალმიო-სელტიკი 2:0 (2:3)
გოლები: 1:0 როსენბერგი (23), 2:0 ფ. კარვალიო (54)
მალმიო (4-4-2): ვილანდი - ტინერჰოლმი, არნასონი, ბენგტსონი (46. ფ. კარვალიო), იოტუნი - როდიჩი (83. რაკიპი), ადუ, ბერგეტი (93. მეჰმეთი) - როსენბერგი, ჯურჯიჩი
სელტიკი (4-2-3-1): გორდონი - იანკო, ბოიატა, ვან დეიკი, მალგრეუ - ბრაუნი, ბიტონი (72. ჩიფჩი) - ფორესტი (79. მაკი-სტივენი), იოჰანსენი, არმსტრონგი (46. კომონსი) - გრიფიტსი
გაფრთხილება: როდიჩი, კარვალიო, ტინერჰოლმი, როსენბერგი - ვან დეიკი, გრიფიტსი, ბოიტა, ბიტონი, კომონსი, იონსენი
მონაკო-ვალენსია 2:1 (1:3)
გოლები: 0:1 ნეგრედო (4), 1:1 რაგი (17), 2:1 ელდერსონი (75)
მონაკო (4-3-3): სუბაშიჩი - ფაბინიო, რაგი, რ. კარვალიო, კურზავა (62. ელდერსონი) - პაშალიჩი (52. ლემარი), ტულალანი, ბ. სილვა - დირარი, მარტიალი, კავალეირო (64. კარილიო)
ვალენსია (4-1-4-1): რაიანი - ბარაგანი, მუსტაფი, ვეზუ, გაია - ფუეგო - ფეგული, ე. პერესი, პარეხო, როდრიგო (65. პიატი) - ნეგრედო (60. პ. ალკასერი)
გაფრთხილება: პაშალიჩი, ტულალანი, ელდერსონი - ვეზუ, პერესი, პიატი
შახტარი-რაპიდი 2:2 (1:0)
გოლები: 1:0 მარლოში (10), 1:1 შაუბი (13), 1:2 ჰოფმანი (22), 2:2 გლადკი (27)
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, კრივცოვი, რაკიცკი, აზევედუ - ფრედი, სტეპანენკო - მარლოში, ტეიშეირა, ტაისონი (87. ბერნარდი) - გლადკი (83. ა. და სილვა)
რაპიდი (4-2-3-1): ნოვოტა - პაველიჩი, ზონლაიტნერი, დიბონი, აუერი - პეტსოსი, გრაჰოვაცი (70. შვაბი) - შაუბი (85. პროსენიკი), ჰოფმანი (63. შობესბერგერი), კაინცი - ბერიჩი
გაფრთხილება: ფრედი, გლადკი, მარლოში, სრნა - ზონლაიტნერი, დიბონი
გაძევება: ზონლაიტნერი
26 აგვისტო
აპოელ (კვიპ)-ასტანა (ყაზ) 22:45 (0:1)
ლევერკუზენი (გერ)-ლაციო (იტა) 22:45 (0:1)
ბრიუგე (ბელ)-მანჩესტერი (ინგ) 22:45 (1:3)
ცსკა (რუს)-სპორტინგი (პორტ) 22:45 (1:2)
პარტიზანი (სერბ)-ბატე (ბელ) 22:45 (0:1)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"