სერხიო რამოსი პსჟ-სთან თამაშს შეძლებს

AutoSharing Option
"მარკას" ინფორმაციით, მადრიდის "რეალს" ტრავმირებული მცველი სერხიო რამოსი ჩემპიონთა ლიგაზე, "პარი სენ-ჟერმენის" წინააღმდეგ თამაშში დაეხმარება.

რამოსმა "ატლეტიკოსთან" დერბი გამაყუჩებელი ნემსების წყალობით ითამაშა, თუმცა შემდეგ მდგომარეობა გაურთულდა და სანაკრებო ბატალიები გამოტოვა.

29 წლის მცველმა უკვე უთხრა რაფაელ ბენიტესს, რომ მწვრთნელს პსჟ-სთან თამაშში მისი იმედი ჰქონდეს. ეს შეხვედრა 21 ოქტომბერს პარიზში გაიმართება. ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურს კი სერხიო გამოტოვებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული