მიუნხენში, "ბაიერნი"-"იუვენტუსის" მატჩის შესვენებისას ფრანც ბეკენბაუერმა Sky-ს ეთერში იხუმრა, თუკი მიუნხენელები ანგარიშს არ გაათანაბრებენ, გვარდიოლა მოთამაშეებს დაასაჭურისებსო.
"ბაიერნმა" შეხვედრა საბოლოოდ დამატებით დროში, ანგარიშით 4:2 მოიგო, ბეკენბაუერის ნათქვამი კი მთლად ხუმრობა არ ყოფილა - საფინალო სასტვენის შემდეგ ეს თომას მიულერმა მიქს-ზონაში დაადასტურა.
"დამატებითი ტაიმების დაწყებამდე ის (გვარდიოლა) დაგვემუქრა, რომ კვერცხებს
გიჟური თამაში გამოვიდა. ყველაფერი არაგეგმიურად განვითარდა. ბურთს თითქმის არ შევხებივარ, რადგან "იუვენტუსი" თავს კარგად იცავდა. ჩვენ კი დაცვაში შეცდომები დავუშვით და ორი გოლი მივიღეთ", - აქვეყნებს მიულერის ნათქვამს Die Welt-ი.