რეალი VS ვოლფსბურგი - დიდი მატჩი და ცივი გონება

AutoSharing Option
გერმანიაში თითქმის საოცრება მოხდა, "სამეფო კლუბი" ყველა პუნქტით დამარცხდა "ვოლფსბურგთან", რომელიც, თითქოს, არ იყო ფორმაში. ახლა კი "სანტიაგო ბერნაბეუზე" ზიდანის კრებულს მიზნის მისაღწევად (დიახ) სასწაული სჭირდება.

- ვოლფსბურგი-რეალი 2:0 - "მგლის ფსიქოლოგია" ასეთია [VIDEO]

გაგიკვირდებათ და, ესპანური მედია ფანებს მოუწოდებს, "სამეფო კლუბს" გვერდში დაუდგნენ. ფანები კი საკმაოდ მკაცრად აკრიტიკებენ "რეალის" თამაშს. სტვენა იყო "ეიბართან" უპრობლემო მატჩშიც კი.

ზიდანს ტრავმირებული არავინ ჰყავს, აღარც მისი თანამემამულე რაფაელ ვარანი. სტუმართა მთავარი დანაკლისი იუნგია.

პრესკონფერენცია
ზინედინ ზიდანი (რეალი):
"ეს არის დიდი მატჩი, რომელიც ცივი
გონებით უნდა ითამაშო. ამ დაპირისპირებას 10-15 წუთში ვერ მოვიგებთ, არავის ჰქონდეს ამის ილუზია. წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს, თუ ისინი კიდევ გაიტანენ. არადა, ესეც შესაძლებელია.

ამიტომ ჩვენი მისიაა, პირველიდან 90-ე წუთამდე ვიყოთ თამაშზე კონცენტრირებულნი. გოლები უნდა გავიტანოთ, მაგრამ ამისთვის 90 წუთი გვაქვს. უნდა ვიყოთ მშვიდები და მომთმენნი.

ხალხს უყვარს, როცა მათი საყვარელი გუნდი კარგად თამაშობს. მინდა ვუთხრა "რეალის" ფანებს, ხვალ ასეც იქნება. მართალია, პირველმა მატჩმა ძალიან გაგვირთულა ამოცანა, მაგრამ სწორედ იმ მატჩის წყალობით, დიდებული დაპირისპირება გველის.

ჩვენ ვიცით, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ფანების მხარდაჭერას. მოდით და პირველიდან ბოლო წუთამდე გვიგულშემატკივრეთ".

დიტერ ჰეკინგი (ვოლფსბურგი): "კარგად ვიცოდით, რომ ორი საოცარი თამაში იყო საჭირო ნახევარფინალში გასასვლელად. ახლა ერთი საოცარი თამაში გვჭირდება მიზნის მისაღწევად. ვფიქრობ, ჩვენ ეს შეგვიძლია.

მგონი, პირველი თამაშის შემდეგ უფრო მეტი ადამიანი გვაფასებს, ჩვენ ეს დავიმსახურეთ. 80 ათასი ფანი მოვა? ჩვენ ეს არ გვაღელვებს. აქ ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით.

"ვოლფსბურგმა" გააკვირვა "რეალი". საპასუხო მატჩში ამის გაკეთება უკვე ძალიან ძნელი იქნება. მეტოქე შეეცდება, რაც შეიძლება მალე გაგვიტანოს. ალბათ, ზიდანი ეცდება, რომ ახლა მან გამაკვირვოს".

გასულ უქმეებზე
ზინედინმა ექსპერიმენტებს მიმართა და "ეიბართან" შემადგენლობა ძირფესვიანად გამოცვალა. ბასკურ კლუბს ესეც ეყო - 4:0.

ყველა გოლი პირველ ტაიმში გავიდა. ხამეს როდრიგესმა დიდებული საჯარიმო შეაგდო. გაიტანეს ლუკას ვასკესმა და ხესემაც. სეზონში 30-ე გოლი გაიტანა კრიშტიანო რონალდომ.

"რეალთან" თამაშში გამოფიტული "მგლები" შინ 1:1 დაუზავდნენ "მაინცს". ანდრე შიურლემ ანგარიში კი გახსნა, მაგრამ "მაინცი" ესპანელმა სამპერიომ გადაარჩინა. ამ თამაშში გააძევეს "რეალთან" მატჩის ერთ-ერთი გმირი დანტე.

ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი
სამშაბათი. 12 აპრილი
რეალი-ვოლფსბურგი 22:45 (0:2)
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვარანი (?) - იუნგი, კალიჯური (?)

სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, ს. რამოსი, პეპე, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ბეილი, ბენზემა, რონალდო
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ვიერინია, ნალდო, დანტე, როდრიგესი - კალიჯური, ლ. გუსტავო - ენრიკე, არნოლდი, დრაქსლერი - შიურლე
მსაჯი: ვიქტორ კასაი (უნგრეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი გოლი და ....იმის გათვალისწინებით,რომ რეალმა თავიდანვე უნდა შეუტიოს.
sake
20:57 12-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული