დიტერ ჰეკინგი: მადრიდს სიამაყის გრძნობით ვტოვებთ

AutoSharing Option
"ვოლფსბურგის" მთავარმა მწვრთნელმა დიტერ ჰეკინგმა მადრიდის "რეალთან" (0:3) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- რეალი-ვოლფსბურგი 3:0 - რონალდომ გერმანული კედელი დაშალა [VIDEO]

"რეალმა" შემდეგ ეტაპზე გასვლა დაიმსახურა. ვერ შევძელით ორი კარგი მატჩის ჩატარება, გუნდმა ვერ გაიგო, რა უნდა გაეკეთებინა. პირველი გოლი ბურთის დაკარგვის შემდეგ მივიღეთ. უკეთ უნდა დაგვეცვა თავი. სულ რაღაც ერთი გოლი დაგვაკლდა. ვულოცავ "რეალს", მადრიდელებმა გვაჯობეს.

სტანდარტიდან ორჯერ გავუშვით, ამიტომ დაცვა არადამაკმაყოფილებელია. ფეხბურთელებს დიდი იმედები ჰქონდათ. ახლა ისინი იმედგაცრუებულები არიან, მაგრამ თავი უნდა ასწიონ და
ბუნდესლიგაში ბრძოლა გააგრძელონ.

ჩემპიონთა ლიგაში გავიზარდეთ, როგორც გუნდი და ხალხს ჩვენი მატჩები დაამახსოვრდებათ.

აუცილებელი ინგრედიენტები უნდა ვიპოვოთ, რომ განვითარება გავაგრძელოთ. აი, მაშინ კი უფრო მეტი წარმატება გვექნება. მადრიდს სიამაყის გრძნობით ვტოვებთ", - თქვა ჰეკინგმა უეფას ვებგვერდთან საუბარში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული