01:28 27-04-2016
სიტი-რეალი 0:0 - ანტიფეხბურთი მანჩესტერში [VIDEO]
AutoSharing Option
ჰარტი უდაოდ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია, რადგან ორ ეპიზოდში მართლაც იხსნა გუნდი გაშვებული ბურთისგან და განსაკუთრებით მაინც პეპეს ეპიზოდია გამოსარჩევი - პორტუგალიელმა 3 მეტრიდან დაურტყა მეკარეს, მაგრამ ამ უკანასკნელმა შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა.
დიახ, 3 წუთი მართლაც კარგი თამაში იყო, დანარჩენზე კი რა გითხრათ. ორივე გუნდისთვის პრიორიტეტული საკუთარი კარის უსაფრთხიოება იყო და ეს მთელი მატჩის განმავლობაში იგრძნობოდა. მართალია, მეორე ნახევარი მადრიდელთა უპირატესობით წარიმართა, მაგრამ არც "რეალი" რისკავდა ზედმეტად და პირველ რიგში, კარის მშრალად შენახვაზე იყო ორიენტორებული.
არადა, იგრძნობოდა, რომ მეტი მონდომებისა და მცირეოდენი რისკის შემთხვევაში, ესპანელებს შეეძლოთ მანჩესტერელთა დაცვის გარღვევა და გოლის, ან შესაძლოა, გოლების გატანა. თუმცა, "რეალი" იყო ისეთი პრაგმატული, როგორიც იშვიათად ყოფილა და როგორიც ამ გუნდს თითქოს არც უხდება. ზოგადად, ეს იყო თამაში, რომელმაც აშკარად გააწბილა გულშემატკივარი, რადგან ველოდით საფეხბურთო სპექტაკლს და მივიღეთ არაფერი.
ჯო ჰარტის გარდა, მცველებიც შეგვიძლია შევაქოთ. მაგალითად, კომპანი, რომელიც დაუღალავად შლიდა მადრიდელთა იერიშებს - ყოველთვის იყო იქ, სადაც მის გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. მთლიანობაში, დაცვამ აჯობა თავდასხმას და ეს ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს. ისიც ვთქვათ, რომ კრიშტიანო რონალდოს არყოფნაში, გარეთ ბეილთან და ქარიმ ბენზემასთან ერთად ლუკას ვასკესი ვიხილეთ, თუმცა ახალგაზრდა ესპანელი ჩრდილში იყო მოქცეულო.
არც ბეილს ჰქონდა საუკეთესო მატჩი და არც ბენზემას. შედარებით უკეთესი იყო ლუკა მოდრიჩი, რომელიც მეორე ტაიმში უფრო გაიხსნა, "რეალის" შეტევებს კარგად იწყებდა და პასებსაც ოსტატურად ანაწილებდა, თუმცა მის გარჯას შემტევები წყალში ყრიდნენ. მოკლედ, "რეალს" ძალიან აკლდა კრისტიანო რონალდო, რომელიც ტრავმის გამო თამაშს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს.
ტრიბუნებზე იყო კიდევ ერთი რონალდო, რომელიც არა თუ "რეალს", ფეხბურთს აკლია და რომელიც "სამეფო გუნდის" ამჟამინდელ თავკაცთან ერთად, სულ სხვა ფეხბურთს თამაშობდა...
ის "რეალი" მართლაც დგამდა სპექტაკლებს, მანჩესტერში კი ანტიფეხბურთი ვიხილეთ. მადრიდში ფინალისტი უნდა გამოვლინდეს და იმედი დავიტოვოთ, რომ გუნდები ფეხბურთს ითამაშებენ...
სიტი-რეალი 0:0
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - სანია, კომპანი, ოტამენდი, კლიში - ფერნანდო, ფერნანდინიო - ნავასი (77. სტერლინგი), დე ბრუინი, სილვა (40. იეანაჩო) - აგუერო
რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი, პეპე, რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (89. ისკო) - ბეილი, ვასკესი, ბენზემა (46. ხესე)
გაფრთხილება: სილვა - პეპე, კარვახალი
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 20-12; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 4-9 (1-4); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 55 000
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კარგი რეაქცია რამდენად გამოავლინა ჰარტმა არ ვიცი, მარა პეპემ პირდაპირ მუცელში რომ გაარტყა ბურთი და ჰარტის კარგად გამოვლენილი რეაქციობანა დიდად არ გამოჩენილა მაგ მომენტი ეგ ვიცი :)) არა,შესანიშნავი რეაქცია
0
0
ანტიფეხბურთი არა იხვის ტოლმა! დაძაბული თამაში იყო, რეალის მცირე უპირატესობით. ორივე გუნდის დაცვამ ითამაშა უმაღლეს დონეზე.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული