თბილისის "დინამოს" სავარაუდო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე

AutoSharing Option
28 მაისს სრულდება ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება და ზუსტად ერთ თვეში იწყება, ახალი 2016/17 წლის სეზონი, რომელიც ამ ტურნირის ისტორიაში 62-ე იქნება.

ტურნირზე საქართველოს წარმომადგენელი თბილისის "დინამო" იქნება. საქართველოს ჩემპიონის მისია კვლავ ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა იქნება, რაც ჯერ არცერთ ქართულ კლუბს მიუღწევია.

"დინამო" გათამაშებაში II საკვალფიკაციო წრიდან ჩაერთვება და ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად მას სამი ეტაპის დაძლევა (II და III საკვალიფიკაციო წრეები და პლეი ოფი) მოუწევს.

II საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო" 5,875 რეიტინგით განთესილთა შორის მოხვდა და შედარებით იოლი მეტოქე ელის.

ჩამოვწერთ სავარაუდო მეტოქეებს რეიტინგის კლების მიხედვით:

"ტრენჩინი" (სლოვაკეთი), "დუდელანჟი" (ლუქსემბურგი), "ჟალგირისი" (ლიტვა), "ჰაპოელი" ბეერ-შევა (ისრაელი), "ოლიმპია" (სლოვენია), "ვარდარი" (მაკედონია), "ნორჩოპინგი" (შვედეთი), "ფერენცვაროში" (უნგრეთი), "კრუზეიდერსი" (ჩრ. ირლანდია), "ზრინსკი" (ბოსნია), "დანდალკი" (ირლანდია), "მლადოსტი" (ჩერნოგორია), სიკ (ფინეთი), "ლიეპაია" (ლატვია), და მოლდოვის ჩემპიონი ("დაჩია" ან "შერიფი").

ამათ დაემატებიან I საკვალიფიკაციო წრეში გამარჯვებული კლუბები, სადაც ყველაზე სუსტი კლუბები არიან თავმოყრილი.

II საკვალიფიკაციო წრის მატჩები 12-13 ივლისს და 19-20 ივლისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 16 /
არ გვინდა ეგ დაბალი ხარისხის ლეგიონერები, დინამოში უნდა შეკრიბო ქართველები, ოქრუაშვილი, ყაზაიშვილი, ანანიდზე კაშია, ნავალოვსკი..... კაროჩე საქართველოს ნაკრები რა და ერთი კარგი წვრთვნელი,და შეიძლება კიდე 2-3 მართლა კარგი ლეგიონერი, აი მაშინ ევროპის ლიგის მოგების შანსიც იქნება და ვინ იცის შეიზლება ჩემპიონთა ლიგაც როდესმე.... ეს ნაკრებსაც გამოადგება.
გიო
11:41 25-05-2016
0
ჯერ ყველა დაელოდება რეფორმა როგორ წავა. თუ ყველაფერი კარგად იქნა 2-3 წლის მერე უნდა ელოდო კერძო ფულის ჩადებას ფეხბურთში.
თუ არ წავიდა მაშინ ფიფიაც წავა.
moica
11:20 25-05-2016
0

სიახლეები პოპულარული