"მთელი ყურადღება მომავალ მატჩზე გვაქვს გადატანილი. "შალკეს" თამაშს ყურადღებით ვაკვირდებოდით. მეტოქეზე ბევრი სასარგებლო ინფორმაციის მოპოვება შევძელით. დაძაბულად ვმუშაობთ, რათა ჩვენმა გულშემატკივრებმა საყვარელი გუნდის შესრულებით კარგი ფეხბურთი იხილონ. მიმაჩნია, რომ "ვალენსიას" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლის უკეთესი შანსი აქვს, ვიდრე "შალკეს", - განაცხადა "ვალენსიას" თავკაცმა.
მომზადებულია AP-ის მიხედვით