"არსენალი”-”ბარსელონას” რიცოლის ბრიგადა განსჯის

AutoSharing Option
უეფამ თავის ოფიციალურ საიტზე იმ მსაჯების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩებს მოემსახურებიან. ამ ეტაპის ერთ-ერთი ცენტრალური დაპირისპირება "არსენალსა" და "ბარსელონას" შორის იტალიელი მსაჯების ბრიგადას, ნიკოლო რიცოლის ხელმძღვანელობით ანდეს. მატჩს მოემსახურებიან ლაინსმენები - რენატო ფავერანი და ანდრეა სტეფანი, დამატებითი მსაჯები მაურო ბერგონცი და ანდრეა დე მარკო. მეოთხე არბიტრი კი პაოლო მაცონელი იქნება.

პარალელურ დაპირისპირებას "რომასა" და "შახტარს" შორის პორტუგალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, ოლეგარიუ ბენკერენსის ხელმძღვანელობით. ლაინსმენები იქნებიან ნერტინუ მირანდა, ჟოაო სანტოსი, დამატებითი მსაჯები - კარლუშ შისტრა, არტურ
დიასი, მეოთხე მსაჯი ჟოაო კაპელა იქნება.


მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

 

 

 

.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული