იმედი მაქვს დისკვალიფიკაციამდე საქმე არ მივა

AutoSharing Option
"მილანის" ნახევარმცველმა ჯენარო გატუზომ "ტოტენჰემთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის დასრულების შემდეგ "დეზების" მთავარი მწვრთნელის თანაშემწე ჯო ჯორდანთან ინციდენტის და თავშეუკავებლობის გამო ბოდიში მოიხადა. შეხვედრის მიმდინარეობისას ნახევარმცველი და ჰარი რედნაპის ასისტენტი არაერთხელ შელაპარაკდნენ, ფინალური სასტვენისთანავე კი მათი გაშველება ორივე გუნდის ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა.

გატუზოს თქმით, ჯორდანს შოტლანდიური და იტალიურის ენის ნაზავზე აგინებდა:  გატუზო ადრე "რეინჯერსში" თამაშობდა, მისი ცოლი შოტლანდიელია, ჯო ჯორდანი კი 80-იან წლებში "მილანში" თამაშობდა.

"დიახ, თავი ვერ შევიკავე, მაგრამ რედნაპის თანაშემწე მთელი მატჩის მანძილზე ჩემს პროვოცირებას ცდილობდა. მან
თავისას მიაღწია, და არაფერი მრჩება იმის გარდა, რომ ჩემი საქციელის გამო ბოდიში მოვიხადო. მესმის, რომ მართალი არ ვიყავი, როდესაც უფროს ადამიანს შეურაცხყოფა მივაყენე. იმედი მაქვს, დისკვაფიკაციამდე საქმე არ მივა. ჩვენ შოტლანდიურად ვილანძღებოდით", - თქვა გატუზომ.


მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული