რაული დაბადებით ბომბარდირია

AutoSharing Option
"შალკეს" მთავარმა მწვრთნელმა ფელიქს მაგათმა "ვალენსიასთან" გასვლით მატჩში მიღწეულ ფრეს სრულიად დამსახურებული შედეგი უწოდა. გერმანული კლუბის თავკაცის თქმით, მისმა შეგირდებმა მასპინძელთა შეტევებს გაუძლეს და ახლა იგივეს გამეორება გელზენკირხენშიც აუცილებელია.

"დღეს კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ და ფრე დავიმსახურეთ. ამასთან, სახიფათო მომენტებს გაუფრთხილებლად ვეპყრობოდით, კიდევ ორიოდ გოლის გატანა შეგვეძლო. ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩში მეტოქის შეტევაში აქტიურობა გარდაუვალია, მაგრამ ამჯერად "ვალენსიას" არცთუ ბევრი შანსი ჰქონდა. მასპინძლების გოლი ჩვენს უხეშ შეცდომას მოჰყვა. ჩვენმა მოთამაშემ ბურთი იოლ სიტუაციაში დაკარგა, რის შემდეგაც ყველაფერი სწრაფად განვითარდა.

რაულის გოლი
უბრალოდ ბედნიერი შემთხვევა არ ყოფილა. ეს ფეხბურთელი დაბადებით ბომბარდირია, რასაც მისი თამაში ამტკიცებს. მან იცოდა საითკენ უნდა გადაადგილებულიყო, რათა გოლი გაეტანა. განსაკუთრებით პატივისცემას იმსახურებს ის ფაქტი, რომ რაული პარტნიორებსაც ეხმარება. წინ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს და ვეცდებით ის არცთუ დიდი უპირატესობა გამოვიყენოთ, რომელიც დღეს მოვიპოვეთ", - განაცხადა მაგათმა.


მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული