დაიწყო, თან როგორ დაიწყო! პირველივე მერვედფინალური მატჩები ჩემპიონთა ლიგაში დრამატიზმით აღსავსე გამოდგა - ესპანურ "ვალენსიას" ესპანელმავე, რაულ გონსალესმა არ მოაგებინა და საპასუხო მატჩის წინ ფავორიტად "შალკე" აქცია. "სან სიროზე" კი პიტერ კრაუჩის ერთადერთმა გოლმა "ტოტენჰემს" სერია A-ს ლიდერ "მილანთან" მოაგებინა. მილანში სხვაც ბევრი რამ მოხდა საინტერესო - ჯერ მარტო ჯენარო გატუზოს გაგიჟება რად ღირს...
უნაი ემერის მიერ შერჩეულმა სასტარტო შემადგენლობამ ბევრი კითხვის ნიშანი დასვა, მწვრთნელმა, რომელსაც ტრავმის გამო ხუან მატა არ ჰყავდა, სკამზე დასვა ფლანგის მოთამაშეები: ხოაკინი, პაბლო ერნანდესი და
"მესტალიაზე" დიდ ინტერესს იწვევდა, რაულის თამაში, მას, ბურთის ყოველ შეხებაზე საშინლად უსტვენდნენ "ღამურების" ფანები, თავად ლეგენდარული ფეხბურთელიც ცუდად თამაშობდა, მაგრამ დადგა შესაფერი მომენტი და რაულმაც მაღალი კლასი აჩვენა - 64-ე წუთზე მან ბრწყინვალედ შეიგდო საჯარიმოში ბურთი, დავიდ ნავაროზე წამებით ადრე გაერკვა სიტუაციაში და მანამდე ბრწყინვალედ მოთამაშე გუაიტას გაუტანა - 1:1. ესპანელმა გოლი ძალზე ემოციურად გამოხატა, თითქოს, ამით მთელ ესპანეთს, განსაკუთრებით კი "რეალს" რაღაც მნიშვნელოვანი დაუმტკიცა. ეს იყო რაულის 70-ე გოლი ევროთასებზე, ამ მაჩვენებლით ესპანელი ფილიპო ინძაგის გაუთანაბრდა. ამ წყვილში ყველაფერი გერმანიაში გადაწყდება.
"ტოტენჰემი" კი შინ მოგებით, დამტვრეული მცველით და ნაცემი მწვრთნელ-ფეხბურთელებით წავიდა. 59-ე წუთზე ფლამინიმ სერიოზული ტრავმა მიაყენა ჩორლუკას, თუმცა მანამდე, პირველ ტაიმში "მილანმა" სულაც მეკარე აბიატი დაკარგა. გამარჯვების გოლი მე-80 წუთზე კრაუჩმა კი გაიტანა, მაგრამ ლენონს უნდა უმადლოდეს, რომელმაც ელვის უსწრაფესად გადაირბინა მოედანი და კრაუჩს გამოზომილი პასი მისცა. თამაშის მიწურულს იბრაჰიმოვიჩმა კი შეაგდო, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეტოქის მცველი ხელით დაიჭირა.
თამაშის შემდეგ დიდი დაკა-დაკა ატყდა, გიჟმაჟი გატუზო თავს ვეღარ აკონტროლებდა, მან ჯერ ჰარი რედნაპის ასისტენტ ჯო ჯორდანს ყელში ხელები წაუჭირა, შემდეგ კი თავი უთავაზა, ბოლოს კი მუშტი-კრივი გაუმართა "ტოტენჰემის" სათადარიგო ფეხბურთელს. გატუზოს სერიოზული დისკვალიფიკაცია არ აცდება, "მილანს" კი საპასუხო მატჩში საოცრებაღა თუ უშველის.
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. პირველი მატჩები
მილანი-ტოტენჰემი 0:1
მაყურებელი: 65 000
მილანი (4-3-1-2): აბიატი (18. ამელია) - აბატე, ნესტა, იეპესი, ანტონინი - გატუზო, ტიაგო სილვა, ფლამინი - ზეედორფი (46. პატო) - რობინიო, იბრაჰიმოვიჩი
ტოტენჰემი (4-4-1-1): გომეში - ჩორლუკა (59. ვუდგეიტი), გალასი, დოუსონი, ასუ-ეკოტო - ლენონი, პალასიოსი, სანდრო, პიენარი (77. კრანჩარი) - ვან დერ ვაარტი (62. მოდრიჩი) - კრაუჩი.
გოლი: 0:1 კრაუჩი (80)
არბიტრი: სტეფან ლანოა (საფრანგეთი)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: ტოტენჰემი
პირველი კუთხური: ტოტენჰემი
პირველი ჯარიმა: ტოტენჰემი
პირველი გაფრთხილება: მილანი
13 (3) დარტყმა 10 (6)
11 ჯარიმა 17
9 კუთხური 5
3 გაფრთხილება 0
55% ბურთის ფლობა 45%
ვალენსია-შალკე 1:1
მაყურებელი: 40 000
ვალენსია (4-3-3): გუაიტა - მიგელი, დ. ნავარო, რ. კოშტა, მატიო (78. ალბა) - ბანეგა (68. ვისენტე), თოფალი, ტ. კოსტა - დომინგესი (68. ხოაკინი), სოლდადო, ადურისი.
შალკე (4-4-2): ნოიერი - უჩიდა, ჰიოვედესი, მეტცელდერი, შმიტცი - ფარფანი (78. დრაქსლერი), კლუგე, მატიპი, ხურადო (83. ედუ) - რაული, ჰუნტელაარი (90. ჰაო).
გოლები: 1:0 სოლდადო (17), 1:1 რაული (64)
გაძევება: შმიტცი (93)
არბიტრი: ალექსეი ნიკოლაევი (რუსეთი)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: ვალენსია
პირველი კუთხური: შალკე
პირველი ჯარიმა: ვალენსია
პირველი გაფრთხილება: შალკე
17 (7) დარტყმა 10 (6)
9 ჯარიმა 21
5 კუთხური 7
1 გაფრთხილება 5
63% ბურთის ფლობა 37%
ევროპის ლიგა
არისი-მანჩესტერ სიტი 0:0
არისი: სიფაკისი - ვანგიელი, რონალდო, ლაზარიდისი, მიჩელი - ნეტო (88. კასტილიო), პრიტასი, ფატი, საკატა - ტოხა - ბობადილია (72. ცეზარეკი).
სიტი: ჰარტი - რიჩარდსი, ბოატენგი, კ. ტურე, კოლაროვი - ბერი, ი. ტურე - რაიტ-ფილიპსი (77. ბალოტელი), ტევესი, სილვა - ჯეკო (84. საბალეტა).