მესიმ "არსენალის" ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი დაასახელა

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ შემტევი ნახევარმცველი თეო უოლკოტი ლონდონის "არსენალის" ყველაზე სახიფათო ფეხბურთელად დაასახელა. მესიმ უოლკოტი "არსენალის" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის წინ გამოყო, რომელშიც ესპანური და ინგლისური კლუბი ერთმანეთს ხვდებიან.

მესიმ თქვა, რომ 2010 წელს, როდესაც "არსენალი" ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში "ბარსელონასთან" თამაშობდა, ესპანური გუნდის კარს მთავარი საფრთხე სწორედ უოლკოტისგან ემუქრებოდა.

მაშინ ლონდონში პირველ მატჩში "ბარსელონა" 2:0 იგებდა, მეორე ტაიმში კი უოკოტი შეცვლაზე შემოვიდა და 2 წუთში გოლი გაიტანა, შემდეგ კი "არსენალმა" ანგარიში პენალტით გაათანაბრა. საპასუხო მატჩი "ბარსელონამ"
4:1 მოიგო, ამასთან კატალონიელთა ოთხივე გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა, ნიკლას ბენდტნერმა კი "ბარსელონას" კარი უოლკოტის გადაცემის შემდეგ აიღო.

ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი "არსენალს" და "ბარსელონას" შორის დღეს ლონდონში გაიმართება. საპასუხო შეხვედრა 8 მარტს შედგება.


მომზადებულია The Daily Telegraph-ის მიხედვით







.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული