გატუზოს უეფას სანქციები ემუქრება

AutoSharing Option
"მილანის" ნახევარმცველ ჯენარო გატუზოსთან დაკავშირებით უეფა დისციპლინარულ გამოძიებას იწყებს. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში " ტოტენჰემთან" ის "დეზების" მთავარი მწვრთნელის თანაშემწეს, ჯო ჯორდანს ეჩხუბა.

შეხვედრის მიმდინარეობისას ჰავბეკი და ჰარი რედნაპის ასისტენტი არაერთხელ შეკამათდნენ, მაგრამ ფინალური სასტვენისთანავე მათი გაშველება უკვე ფეხბურთელებს მოუხდათ. შეხვედრის შემდეგ მან თავშეუკავებლობისთვის ბოდიში მოიხადა. მიუხედავად ამისა, უეფა 21 თებერვალს  ინციდენტის გარემოებათა განსახილველად სხდომას გამართავს.


მომზადებულია AP-ის მიხედვით

 

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული