ქებათა ქება “არსენალს”, რომელიც მოძრაობაში აჰყვა მრისხანე მეტოქეს და თითქოს წაგებული თამაში არა თუ ფრედ, სულაც საკუთარი გამარჯვებით დაასრულა. არადა, პირველი ტაიმი კატალონიელთა უპრატესობით წარიმართა და მათდა სასარგებლოდაც დასრულდა. ანგარიში დავიდ ვილიამ გახსნა, რომელიც ლეო მესის ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ კიპერთან პირისპირ დარჩა და უზუსტესი
მეორე ტაიმის პირველი ნახევარი შედარებით მშვიდი გამოდგა - თითქოს დააწყნარა “ბარსამ” თამაში და სასურველი სცენარით წაიყვანა. სწორედ ამ დროს, პეპ გვარდიოლამ მისთვის უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღო და თავდამსხმელ დავიდ ვილას ნაცვლად თამაშში ჩამშლელი სეიდუ კეიტა ჩართო. არსენ ვენგერი სრულიად სხვაგვარად მოიქცა, ალექსანდრ სონგი გაიყვანა მინდვრიდან და ანდრეი არშავინი შეუშვა ბრძოლაში.
გამოცდილებამ თავისი ქნა, ვენგერმა აჯობა ვიზავის და ამაზე შეხვედრის საბოლოო რეზულტატი მეტყველებს. გამათანაბრებელი გოლი რობინ ვან პერსის ანგარიშზეა, რომელმაც ვიქტორ ვალდესის შეცდომით ისარგებლა და კატალონიელთა კარი მახვილი კუთხიდან დალაშქრა. გამარჯვების გოლი კი სწორედ არშავინის ანგარიშზეა, რომელმაც მრავალსვლიანი კომბინაცია უზუსტესი დარტყმით დააგვირგვინა. თუ რა ხდებოდა ტრიბუნებზე არშავინის გოლის შემდეგ, სიტყვებით ძნელი გადმოსაცემია - “ემირათ სთედიუმი” ლამის დაინგრა, “არსენალმა” კი საპასუხო მატჩისთვის მინიმალური, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა.
თანამდროვე ფეხბურთში იმდენად გათანაბრებულია ძალთა ბალანსი, რომ “შახტარის” რომში გამარჯვებას დიდ სენსაციად ნამდვილად ვერ მოვნათლავთ. მით უმეტეს, “რომას” არ უდგას კარგი დროება, დონეცკურ კლუბში კი ისეთი ინვესტიეციებია ჩადებული, რომ გაკოტრების პირას მყოფ სენსების ოჯახს ამაზე მხოლოდ ოცნება თუ შეუძლია.
ანგარიში სიმონე პეროტამ გახსნა, თუმცა უკრაინელებმა მალევე გაათანაბრეს და პირველივე ტაიმში კიდევ ორი გოლი “მიართვეს” იტალიელებს. მეორე ნახევარი რომაელთა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა, რაც მხოლოდ ერთ გოლს ეყო - ჟერემი მენეზმა შეხვედრის საბოლოო რეზულტატი დააფიქსირა, 2:3.
“შახტარმა” დიდი უპირატესობა მოიპოვა, თუმცა ისევე როგორც “არსენალი”-“ბარსელონას” წყვილში, ყველაფერი მაინც განმეორებით პაექრობაში გაირკვევა.
არსენალი-ბარსელონა 2:1 [VIDEO]
მაყურებელი: 65 000
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - ებუე, კოშელნი, ჯორუ, კლიში - სონგი (69. არშავინი), უილშირი - უოლკოტი (77. ბენდტნერი), ფაბრეგასი, ნასრი - ვან პერსი.
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დ. ალვეში, პიკე, აბიდალი, მაქსველი - ჩავი, ინიესტა (89. ადრიანო), ბუსკეტსი - პედრო, მესი, ვილია (68. კეიტა).
გოლები: 0:1 ვილია (26), 1:1 ვან პერსი (78), 2:1 არშავინი (83).
არბიტრი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: ბარსელონა
პირველი კუთხური: არსენალი
პირველი ჯარიმა: არსენალი
პირველი გაფრთხილება: არსენალი
13 (7) დარტყმა 10 (5)
16 ჯარიმა 13
4 კუთხური 1
4 გაფრთხილება 2
40% ბურთის ფლობა 60%
რომა-შახტარი 2:3 [VIDEO]
მაყურებელი: 55 000
რომა (4-3-1-2): დონი - კასეტი, ნ. ბურდისო, მექსე, რიისე (46. კასტელინი) - ტადეი, დე როსი, პეროტა - მენეზი - ტოტი, ვუჩინიჩი (68. ბორიელო).
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, ჩიგრინსკი, რაკიცკი, რაცი - მჰითარიანი, ჰუბშმანი - დ. კოსტა, ჟადსონი (85. ტეიშეირა), ვილიანი - ლუიზ ადრიანო.
გოლები: 1:0 პეროტა (28), 1:1 ჟადსონი (29), 1:2 დ. კოშტა (35), 1:3 ლუიზ ადრიანო (42), 2:3 მენეზი (61).
არბიტრი: ოლეგარიო ბენკუერენსა (პორტუგალია)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: რომა
პირველი კუთხური: შახტარი
პირველი ჯარიმა: შახტარი
პირველი გაფრთხილება: შახტარი
21 (4) დარტყმა 10 (5)
17 ჯარიმა 22
11 კუთხური 5
3 გაფრთხილება 4
52% ბურთის ფლობა 48%.
.