”შახტარი” ”ბარსელონას” მაგონებს

AutoSharing Option
"რომას" მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ "შახტართან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩის (2:3) შემდეგ თავისი შეგირდების თამაშით კმაყოფილება გამოხატა. ამას გარდა, მან თავის ფეხბურთელებს მოუწოდა პირველი მატჩის შედეგს ყურადღება არ მიაქციონ, რადგან ყველაფერი 8 მარტს საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება.

"თამაში კარგად დავიწყეთ და საწყის ეტაპზე ყველაფერს სწორად ვაკეთებდით. ვიცოდით, რომ მეტოქე კონტშეტევებზე საშიში იყო, რადგან შემადგენლობაში სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელები ყავს. შემდეგ გავიტანეთ, მაგრამ ერთ წუთზე ნაკლებ დროში "შახტარმა" ანგარიში გაგვითანაბრა. მსგავს წვრილმანებს შეუძლია მატჩის ბედი შეცვალოს. ტაქტიკურად სწორად ვმოქმედებდით, მაგრამ ცოტა
უფრო ფრთხილად უნდა გვეთამაშა მას შემდეგ, რაც წინ გავედით. დუგლას კოსტამ შესანიშნავი გოლი გაიტანა, მესამე გოლზე კი უბრალოდ არ გაგვიმართლა.
შედეგს უნდა შევეგუოთ, მაგრამ ჩემი შეგირდების თამაშით კმაყოფილი ვარ. განსაკუთრებით მეორე ტაიმში, როდესაც ისინი 1:3-ზე სიტუაციის გამოსწორებას ცდილობდნენ. ეს ანგარიში მუხლებზე გვცემდა. არ გაგვიმართლა, მაგრამ არ დავნებდებით. უკრაინაში შეიძლება ყველაფერი სხვაგვარად წარიმართოს.

კოსტა ფენომენალური ფეხბურთელია, ტექნიკური და სწრაფი. მისი თამაშის მანერას ვსწავლობდი და ეს მისთვის პირველი მსგავსი გოლი არაა. "შახტარს" კარგი მომავალი აქვს. მის შემადგენლობაში ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელები თამაშობენ. გუნდი ბურთს კარგად იჭერს და მუდმივად პოულობს თავისუფალ ადრესატს. ამით ის "ბარსელონას" მაგონებს", - განაცხადა რანიერიმ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

 

 

 

 

.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული