გვარდიოლა: მოედანზე ”ბარსელონა” დომინირებდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მისმა შეგირდებმა სტუმრად გოლის გატანით "არსენალთან" (1:2) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩი მატჩში, თავიანთი გეგმა შეასრულეს. ამასთან, სპეციალისტმა თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილება გამოხატა.

"ფანტასტიკური თამაში იყო, ორივე გუნდს ბევრი მომენტი ჰქონდა. "არსენალი" ძლიერი გუნდია. მოედანზე ჩვენ ვდომინირებდით და შეხვედრის მსვლელობას მეტნაკლებად ვაკონტროლებდით. სამწუხაროა, რომ წავაგეთ, თუმცა ფეხბურთსი ასეც ხდება. ვიცით, რომ "არსენალი" ძლიერია და ძალიან კარგად თამაშობს კონტრშეტევებზე. ჩვენ ჩემპიონთა ლიგაში გამოვდივართ და ვიცით, რამდენად მაღალი კლასისგუნდები მონაწილეობენ ტურნირის ამ სტადიაზე.

უფრო მეტი მომენტი
შევქმენით, ვიდრ ე გასულ წელს ამავე სტადიონზე, მაგრამ "არსენალი" ძლიერია, როდესაც პრესინგს თამაშობს და თავისუფალ ზონებს ეძებს. ვფიქრობ, "ბარსელონამ" ღირსეულად იბრძოლა და უკეთესად ითამაშა, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის გასვლით მატჩებში, მაგალითად, "შტუტგარტთან" ან "ლიონთან".

ახლა უნდა ვიფიქროთ როგორ შევცვალოთ დაპირისპირების ბედი ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერის თანხლებით. ჩემი ფეხბურთელების უსაზღვროდ მჯერა, ასე, რომ ვნახოთ როგორ გავართმევთ თავს ამოცანას. მნიშვნელოვანი იყო სტუმრად გოლი გაგვეტანა, რაც გავაკეთეთ კიდეც. საპასუხო შეხვედრისთვის დისკვალიფიცირებულია ხეარარდ პიკე და იმედი მაქვს რომ კარლეს პუიოლი ტრავმის სემდეგ მწყობრში ჩადგომას მოასწრებს", - განაცხადა გვარდიოლამ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული