ჩავი: მიუტევებელი შეცდომები დავუშვით

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში "არსენალთან" (1:2) "ბარსელონას" ნახევარმცველმა ჩავიმ დიდი რაოდენობით ხელიდან გაშვებულ მომენტებზე დაიჩივლა. მიუხედავად ამისა, მას ეჭვი არ ეპარება, რომ კატალონიელები საპასუხო მატჩში თავისა ს მიაღწევენ და შემდეგ რაუნდში გავლენ.

"გულგატეხილი ვარ. "არსენალს" ერთმნიშვნელოვნად ვჯობდით, თუმცა მომენტების გამოყენება ვერ შევძელით. მიუტევებელი შეცდომები დავუშვით, ადრე ასე არ ყოფილა. თუმცა ეჭვი არ მეპარება შინ სულ სხვა გუნდი ვიქნებით. ჩვენი მიზანი შემდეგ რაუნდში გასვლაა და ამას მივაღწევთ.

ამავე დროს არ მინდა "არსენალის" გამარჯვების მნიშვნელობა დავამცირო, მეტოქის შეუფასებლობაზე საუბარი არ შეიძლება",
- თქვა ჩავიმ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული