ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ათივე წყვილი ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, 5 აგვისტოს, ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის კენჭისყრა გაიმართა. დადგინდა 10 წყვილი, რომელთა გამარჯვებულები ასპარეზობას ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გააგრძელებენ.

"ლუდოგორეცი" (ბულგარეთი) - "ვიქტორია" (ჩეხეთი);
"სელტიკი" (შოტლანდია) - აპოელ-ი (ისრაელი);
"კოპენჰაგენი" (დანია) - აპოელ-ი (კვიპროსი);
"დანდოლკი" (ირლანდია) - "ლეგია" (პოლონეთი);
"დინამო" (ხორვატია) - "ზალცბურგი" (ავსტრია);
"სტიაუა" (რუმინეთი) - "მანჩესტერ სიტი" (ინგლისი);
"პორტო" (პორტუგალია) - "რომა" (იტალია);
"აიაქსი" (ჰოლანდია) - "როსტოვი" (რუსეთი);
"იანგ ბოიზი" (შვეიცარია) - "მიუნხენგლადბახი" (გერმანია);
"ვილიარეალი" (ესპანეთი) - "მონაკო" (საფრანგეთი).

10 გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ
ეტაპზე მოხვდება, 10 დამარცხებული კი - ევროპალიგის ჯგუფში. პირველი შეხვედრები 16-17 აგვისტოს გაიმართება, საპასუხო მატჩები კი - 23-24 აგვისტოს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ძაან ბევრი წერს კომენტარს რომელიც ფეხ ბურთის აზრზე არაა და ამიტომ ვინ არიცის ნუ დაწერს საერთოდ ან დაწეროს რა როგორ და აუხნის ვინმე. ჯერ ერთი ფლეი ოფში გუნდები 2 ჯგუფად იყოფიან:ჩემპიონების ჯგუფი(დანდალკი,პლზენი,ლეგია..).საკუთარი ყვეყნის ჩემპიონები და ლიგის ჯგუფად(სიტი,აიაქსი,პორტო...)რომელთა ჩემპიონატი მაღალი დონისაა და თითქმის მუდმივად თამაშობენ ჩემპიონთა ლიგაზე.
ამით შანსი ეძლევათ შედარებით დაბალი დონის გუნდებს რომ იასპარეზონ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე
0
აკ ჩემპიონთა ხაზი სხვააა და მეორე მესამე ადგილი სხვაა
mumu
15:17 05-08-2016
0

სიახლეები პოპულარული