ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფი. I მატჩები: "სიტიმ" "სტიაუა" ტურისტად აქცია [VIDEO]

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" ბუქარესტის ეროვნული სტადიონი აიკლო - 5 უპასუხო გოლი, სერხიო აგუეროს ჰეთ-თრიკი და მის მიერვე პირველ ტაიმში გაცუდებული 2(!) პენალტი.

ცხადია, "ქალაქელებმა" არაოფიციალურად უკვე გაინაღდეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში, თუმცა ოფიციალურად ამ საქმეს წერტილი ერთი კვირის მერე დაესმება, "სტიაუა" მანჩესტერში ქალაქის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად თუ ჩავა, თორემ "ეტიჰადზე" აღარაფერი ესაქმება.

"სიტის" არ იყოს, ჯგუფური ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა მიონხენგლადბახის "ბორუსიამაც". გერმანულმა კლუბმა თამაშის ბედი მეორე ტაიმის სამწუთიან მონაკვეთში გადაწყვიტა.

საშინაო 1:1-ის შემდეგ, "აიაქსს" ახლა როსტოვში მოუწევს თავისი რენომეს დამტკიცება.
"კოპენჰაგენს" კი დიდი ბრძოლა ელოდება აპოელ-თან საპასუხო მატჩში.

თბილისის "დინამოს" ყოფილმა მეტოქემ და ზაგრებელმა სეხნიამ "მაქსიმირზე" 1:1 ითამაშა ავსტრიის ჩემპიონ "ზალცბურგთან" და საჩემპიონთალიგო პერსპექტივა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფი. I მატჩები
სტიაუა-სიტი 0:5
გოლები: 0:1 დავიდ სილვა (13), 0:2 აგუერო (41), 0:3 ნოლიტო (49), 0:4 აგუერო (78), 0:5 აგუერო (89)
სიტი (4-1-4-1): კაბალიერო - საბალეტა (70. სანია), ოტამენდი, სტოუნზი, კოლაროვი (75. კლიში) - ფერნანდინიო - სტერლინგი, დე ბრუინი (80. ფერნანდო), დავიდ სილვა, ნოლიტო - აგუერო.
გაფრთხილება: 3-2; კუთხური: 3-4; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 10-24 (3-12); ბურთის ფლობა: 33%-67%.
მაყურებელი: 55 634
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დინამო (ზ)-ზალცბურგი 1:1
გოლები: 0:1 ლაზარო (59), 1:1 როგი (76-პენ)
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 6-7; ჯარიმა: 9-19; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 21-15 (4-4); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 37 168

კოპენჰაგენი-აპოელ 1:0
გოლი: 1:0 პავლოვიჩი (43)
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 7-1; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 21-8 (7-3); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 42 358

აიაქსი-როსტოვი 1:1
გოლები: 0:1 ნობოა (13), 1:1 კლაასენი (38-პენ)
გაფრთხილება: 2-6; კუთხური: 9-2; ჯარიმა: 9-9; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 22-6 (10-2); ბურთის ფლობა: 72%-28%.
მაყურებელი: 51 463

იანგ ბოიზი-გლადბახი 1:3
გოლები: 0:1 რაფაელი (11), 1:1 სულეიმანი (56), 1:2 ჰანი (66), 1:3 როშა (69-საკ. კარში)
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 1-3; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 12-6 (6-3); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 30 224

გიორგი ნინიძე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული