შარშანდელი მიღწევა აღარ გამეორდა - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ხუთი ესპანური კლუბი არ იქნება. არ იქნება, არც იტალიური გრანდი "რომა". აი, "სელტიკმა" კი ჯგუფურ ეტაპამდე ბეწვის ხიდზე გაიარა.
რომში მოვლენები დრამატულად განვითარდა, პორტუგალიური 1:1-ის შემდეგ ფავორიტი, თითქოს, "რომა" იყო, მაგრამ მე-8 წუთზე "პორტუ" აუგუსტო ფელიპემ თავურით დააწინაურა.
ამას დაერთო დანიელე დე როსის საეჭვო (მე-14 მის კარიერაში) და ემერსონის დამსახურებული გაძევებები. 9-კაციანმა "რომამ" კიდევ ორი გოლი გაუშვა, 0:3 წააგო და ევროპალიგის ჯგუფური ეტაპით უნდა დაკმაყოფილდეს, ნუნუს "პორტუ" კი ლიგაზე ითამაშებს.
სასწაული არ მოხდა, შინ დამარცხებული "ვილიარეალი" მონაკოშიც წაგებული დარჩა - "მონაკოს" ბოლო წუთზე პენალტით ფაბინიომ მოაგებინა - 1:0.
მონეგასკებმა ორი მატჩის ჯამში 3:1 მოიგეს. ისრაელში ბრენდან როჯერსის "სელტიკი" 0:2 დამარცხდა "ბეერ შევასთან", მაგრამ შინ 5:2 ჰქონდა მოგებული...
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ "ლუდოგორეცი" და "ლეგიაც".
ამგვარად გაირკვა 5 კლუბის ვინაობა, ვინც ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. დარჩენილი ხუთი საგზურის ბედი კი დღეს უნდა გაირკვეს. აქედან "მანჩესტერ სიტის" ფაქტობრივად დაბევებული აქვს საგზური, რადგან "სიტიმ" პირველ მატჩში "სტიაუა" 5:0 დაამარცხა და "ეტიჰადზე" სუპერსასწაულს არავინ ელის. ცალი ფეხით ჯგუფურ ეტაპზეა "გლადბახიც", რომელმაც შვეიცარიაში 3:1 მოიგო.
დარჩენილ სამ წყვილში კი ცხელ-ცხელი დაპირისპირებები გველის
პლზენი-ლუდოგორეცი 2:2 (0:2)
გოლები: 1:0 დიურისი (7), 1:1 ვურა (17), 2:1 მატეიუ (64), 2:2 კეშერუ (95)
ბეერ შევა-სელტიკი 2:0 (2:5)
გოლები: 1:0 შაჰარი (21), 2:0 ჰობანი (48)
შენიშვნა: რადიმ (ბეერ შევა) ვერ გაიტანა პენალტი (15)
ლეგია-დანდალკი 1:1 (0:2)
გოლები: 0:1 ბენსონი (19), 1:1 კუჩარჩიკი (92)
გაძევება: ჰლუშეკი (67. ლეგია)
რომა-პორტუ 0:3 (1:1)
გოლები: 0:1 მონტეირო (8), 0:2 ლაიუნი (73), 0:3 კორონა (75)
გაძევება: დე როსი (39. რომა), ემერსონი (50. რომა)
მონაკო-ვილიარეალი 1:0 (2:1)
გოლი: 1:0 ფაბინიო (91-პენ)
ოთხშაბათი. 24 აგვისტო
აპოელ (კვიპროსი)-კოპენჰაგენი (დანია) 22:45 (0:1)
ზალცბურგი (ავსტრია)-დინამო ზ. (ხორვატია) 22:45 (1:1)
სიტი (ინგლისი)-სტიაუა (რუმინეთი) 22:45 (5:0)
როსტოვი (რუსეთი)-აიაქსი (ჰოლანდია) 22:45 (1:1)
გლადბახი (გერმანია)-იანგ ბოისი (შვეიცარია) 22:45 (3:1)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
03:23 24-08-2016
ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფი. საპასუხო მატჩები: დრამა რომში [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 1 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
მილანის ადგილი ლიგაზე არ უნდა იყოს?
0
0
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული