ჩემპიონთა ლიგა. F ჯგუფი. I ტურის წინ: ვაკო, შობა და კრიშტიანო

AutoSharing Option
"სანტიაგო ბერბაბეუზე" კრიშტიანო რონალდო ყოფილ გუნდს, ლისაბონის "სპორტინგს" დაუპირისპირდება. ზიდანის კრებული საბრძოლოა, თუ მეკარე კეილორ ნავასის არყოფნას არ ჩავთვლით.

ზინედინ ზიდანი (რეალი): "ტურნირი მხოლოდ ახლა იწყება, ყველა იმედიანადაა, ყველას მოგება სურს. ჩემპიონთა ლიგაზე ბოლომდე უნდა იშრომო და იბრძოლო, რომ ნებისმიერ გუნდთან დადებით შედეგს მიაღწიო. "სპორტინგი" კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ მზად ვართ. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია კრიშტიანოსთვის, ის თავისი ბავშვობის გუნდს დაუპირისპირდება".

ვარშავაში შესაძლოა, 3 სეზონის ჩაგდების შემდეგ ქართველი ფეხბურთელიც ვიხილოთ ჩემპიონთა ლიგაზე. პოლონური მედიის ნაწილი ვაკო ყაზაიშვილს "ლეგიას" სასტარტო შემადგენლობაშიც მოიაზრებს,
მაგრამ უეფას ოფიციალური საიტი სხვაგვარად ფიქრობს.

თომას ტუხელი (დორტმუნდი): "ლეგია" ხშირად მიმართავს როტაციას. არა მგონია, ამ კლუბის პრობლემები შინაურ პირველობაზე რამენაირად აისახოს ჩემპიონთა ლიგაზე. "დორტმუნდი" ევროპალიგაზე კი გამიყვანია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა მაინც სხვაა, თითქოს, შობას ელიო, ისეთი შეგრძნება მაქვს".

14 სექტემბერი
რეალი-სპორტინგი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ნავასი, კოენტრაო
სავარაუდო შემადგენლობა
რეალი (4-3-3): კასილია - კარვახალი, პეპე, რამოსი, მარსელო - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ბეილი, ბენზემა, რონალდო
სპორტინგი (4-3-3): პატრისიო - ჟ. პერეირა, კოატესი, სემედო, ზეეგელარი - ვ. კარვალიო, ადრიენი, რუისი - კემპბელი, ჟელსონი, დოსტი
მსაჯი: პაოლო ტალიავენტო (იტალია)

ლეგია-დორტმუნდი 22:45
დისკვალიფიკაცია: ჰლუშეკი (ლეგ)
ტრავმა: პაზდანი (?), კუჩარჩიკი (?)
სავარაუდო შემადგენლობა
ლეგია (4-5-1): მალარჟი - ბროჟი, დაბროვსკი, რზეჟნიჩაკი, ბერეშინსკი - ლანგილი, მულინი, ოჯიჯა, იოდლოვიეცი, გილერმე - ნიკოლიჩი
დორტმუნდი (4-3-3): ბიურკი - პიშჩეკი, სოკრატისი, ბარტრა, შმელცერი - როდე, ვაიგლი, კასტრო - დემბელე, ობამეიანგი, შიურლე
მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული