ჩემპიონთა ლიგა. G ჯგუფი. I ტურის წინ: შეუძლებელი შესაძლებელია

AutoSharing Option
მიშელ პრიუდომის "ბრიუგე" ინგლისის ყველაზე მოულოდნელ ჩემპიონს მასპინძლობს, "ლესტერ სიტის". ეს "მელიების" დებიუტია ჩემპიონთა ლიგაზე. სტუმართა თავკაცი კლაუდიო რანიერი კითხვაზე: "შეუძლია "ლესტერს" ლიგის მოგება?" პასუხობს: "ფეხბურთში შეუძლებელიც შესაძლებელია".

მიშელ პრიუდომი (ბრიუგე): "ის, რაც "ლესტერმა" გასულ სეზონში გააკეთა, დიდებული ამბავია. ეს მხოლოდ ერთ რამეს ამტკიცებს - ხვალ ძალიან გაგვიჭირდება. თეორიულად "ლესტერი" ჩვენზე ძლიერია, ასე რომ, ფავორიტიც ისაა".

კლაუდიო რანიერი (ლესტერი): "ჩვენ გვსურს ვაჩვენოთ ყველაფერი საუკეთესო, რაც შეგვიძლია. "ბრიუგე" კარგი გუნდია, საუკეთესო ბელგიაში. ჩვენი მიზანია, დეკემბრის მერეც ევროპულ ტურნირზე დავრჩეთ, ანუ ჯგუფური
ეტაპიდან უნდა გავიდეთ".

"დრაგაოზე" "პორტუ" ფავორიტია ლიგის ჯგუფური ეტაპის სავარაუდოდ, ერთ-ერთ ყველაზე სუსტ მეტოქესთან.

14 სექტემბერი
ბრიუგე-ლესტერი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რაფაელოვი, ვესლი - შლუპი, სიმპსონი (?), მენდი (?)
სავარაუდო შემადგენლობა
ბრიუგე (4-2-3-1): ბუტელი - ვან რინი, ენგელსი, დენსვილი, დე ბოკი - ვორმერი, სიმონსი - ვანაკენი, კლაუდემირი, ისკერდო - დიაბი
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - ერნანდესი, ჰუთი, მორგანი, ფუხსი - მაჰრეზი, დრინკვოტერი, ამარტი, ოლბრაიტონი - ოკაზაკი, ვარდი
მსაჯი: ტასოს სიდიროპულოსი (საბერძნეთი)

პორტუ-კოპენჰაგენი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მ. პერეირა -
სავარაუდო შემადგენლობა
პორტუ (4-4-2): კასილიასი - ლაიუნი, ფელიპე, მარკანო, ტელესი - დანილო, ო. ტორესი, ანდრე ანდრე, ოტავიო - ანდრე სილვა, დეპუატრი
კოპენჰაგენი (4-4-2): ოლსენი - ანკერსენი, იორგენსენი, იოჰანსონი, აუგუსტინსონი - ვერბიჩი, კვისტი, დელეინი, ტუტუ - სანტანდერი, პავლოვიჩი
მსაჯი: მატეი იუგი (სლოვენია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული