ჩემპიონთა ლიგა. H ჯგუფი. I ტურის წინ: ტურინი და ტრადიცია

AutoSharing Option
16 სეზონია, რაც ტურინის "იუვენტუსს" გახსნის მატჩი არ დაუთმია ჩემპიონთა ლიგაზე, ახლა ალეგრის გუნდის მეტოქე "სევილიაა". ველით გონსალო იგუაინის დებიუტს ჩემპიონთა ლიგაზე "იუვეს" მაისურით. ჩემპიონატში გონსალომ 3 თამაშში 3 გოლი გაიტანა, თანაც, რა გოლები!

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "სევილია" გასულ სეზონთან შედარებით მთლიანად შეიცვალა, ახლა მეტოქე უფრო შემტევი გუნდია. თან, "სევილიას" ზურგს უმაგრებს ის დიდი გამოცდილება, რაც ამ გუნდმა ევროპალიგაზე ბოლო წლებში მიიღო".

ხორხე სამპაოლი (სევილია): "ვიცით, რომ ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს ვეთამაშებით. ძალიან მინდა, ჩემმა გუნდმა მალე შეძლოს ისეთ დონეზე
თამაში, როგორც "იუვემ".

"ლიონი" საუკეთესო ფეხბურთელის, ალექსანდრ ლაკაზეტის გარეშე მასპინძლობს ზაგრების "დინამოს", რომელმაც ლიგისკენ მიმავალი გზა საქართველოს ჩემპიონს გადაუკეტა. თანაც, თუ გავიხსენებთ, გასულ სეზონში "ლიონმა" ლიგის ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩი წააგო და მხოლოდ ერთხელ გაიტანა.

14 სექტემბერი
ლიონი-დინამო ზ. 22:45
დისკვალიფიკაცია: კალულუ (ლიონი)
ტრავმა: ლაკაზეტი, ფეკირი, ვალბუენა, გრენიე, ჟალე - ანტოლიჩი, მაჩელი
სავარაუდო შემადგენლობა
ლიონი (3-5-1-1): ლოპეში - ნკულუ, იანგა-მბივა, მორელი - რაფაელი, ფერი, გონალონი, დარდერი, რიბუსი - ტოლისო - კორნე
დინამო ზ. (4-2-3-1): შემპერი - სტოიანოვიჩი, სიგალი, შილდენფელდი, პივარიჩი - მაშადო, ჟონასი - სუდანი, ჩორიჩი, ფერნანდეში - ენრიკესი
მსაჯი: მარტინ სტრიომბერგსონი (შვედეთი)

იუვენტუსი-სევილია 22:45
დისკვალიფიკაცია: კოლოძეიჩაკი (სევილია)
ტრავმა: მარკიზიო, სტურარო - ნასრი, ტრემულინა
სავარაუდო შემადგენლობა
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - დ. ალვეში, ხედირა, ლემინა, პიანიჩი, ევრა - იგუაინი, დიბალა
სევილია (3-3-3-1): ს. რიკო - მერკადო, რამი, პარეხა - იბორა, ნ'ზონზი, სარაბია - მარიანო, ვიტოლო, კიოტაკე - ვიეტო
მსაჯი: დენიზ აიტეკინი (გერმანია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული