ჩემპიონთა ლიგა. I ტური. ფაქტები და ციფრები: დელ პიეროზე მეტი

AutoSharing Option
მაშინ, როცა სხვა ასისტენტებმა ერთ საგოლე პასზე მეტი ვერ შეძლეს, "ბარსელონას" ოქროსბიჭუნა ნეიმარმა ერთბაშად 4 საგოლე პასი მიითვალა საბრალო "სელტიკთან" თამაშში. ჩემპიონთა ლიგის I ტურის ეს და სხვა საინტერესო ფაქტები და ციფრები იხილეთ ქვემოთ...

* I ტურში კრიშტიანო რონალდომ ყოფილ გუნდს, ლისაბონის "სპორტინგს" გაუტანა. ეს ჩემპიონთა ლიგაზე პორტუგალიელის მე-12 გოლია პირდაპირ საჯარიმო დარტყმით გატანილი. რონალდომ ახალი რეკორდი დაამყარა, წინა კი იტალიელ ალესანდრო დელ პიეროს ეკუთვნოდა (11 გოლი).

* კრიშტიანო რონალდომ "რეალის" მაისურით 350-ედ ითამაშა (366 გოლი).

* მადრიდის "რეალი" ზედიზედ
მე-20 სეზონს თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე. ასეთი სერია სხვა არც ერთ კლუბს არ აქვს.

* I ტურში ორმა ფეხბურთელმა შეასრულა ჰეთ თრიკი, ლიონელ მესიმ (ბარსელონა) და სერხიო აგუერომ (სიტი).

* სერხიო აგუერომ პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით 5 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

* ნეიმარი (ბარსელონა) I ტურის საუკეთესო ფეხბურთელი იყო სტატისტიკურად - მან 1 გოლი გაიტანა, 4 (!) საგოლე პასი გააკეთა (სულ 7 მნიშვნელოვანი პასი), და 6-ჯერ წარმატებულად განახორციელა დრიბლინგი.

* სხვათა შორის, ტურში 1 საგოლე პასზე მეტი (აგუეროს გარდა) არავის გაუკეთებია.

* მოსკოვის ცსკა-მ ისტორიაში პირველად არ წააგო ჩემპიონთა ლიგის მატჩი გერმანიაში.

* ცსკა-ს გოლკიპერმა იგორ აკინფეევმა ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 38-ე მატჩში გაუშვა გოლი (ლიგის რეკორდი).

* კლაუდიო რანიერი გახდა მესამე მწვრთნელი, რომელმაც ლიგაზე 6 ან მეტი გუნდი ათამაშა. 64 წლის მწვრთნელს ლიგაზე "ვალენსია", "ჩელსი", "იუვენტუსი", "რომა", "ინტერი" და ახლა უკვე "ლესტერი" გაუყვანია.

* "ტოტენჰემი"-"მონაკოს" მატჩში (1:2) ინგლისის რეკორდი დამყარდა მაყურებლის რაოდენობით - "უემბლიზე" 85 011 მაყურებელი მივიდა.

* "დორტმუნდმა" სამი გოლი საბრალო "ლეგიას" 17 წუთში გაუტანა, ეს ლიგის ახალი რეკორდია. აქამდე რეკორდი "ბარსელონას" ეკუთვნოდა, რომელმაც პირველი სამი გოლი "ბაზელს" 22 წუთში გაუტანა (2008 წ).

* იკერ კასილიასმა ჩემპიონთა ლიგის მისთვის მე-18 სეზონში ითამაშა. მან გაუსწრო პოლ სქოულზს (მანჩესტერი) - 17 სეზონი. რეკორდი კიდევ ერთ ლეგენდარულ მანჩესტერელს, რაიან გიგზს ეკუთვნის - 19 სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე.

* მარკ ბარტრამ ჩემპიონთა ლიგაზე "დორტმუნდის" მაისურით პირველივე მატჩში გაიტანა, მაშინ, როცა "ბარსელონას" მაისურით 22 მატჩში ვერც ერთხელ ვერ აიღო მეტოქეთა კარი.

* მარკ ოლბრაიტონი გახდა "ლესტერის" პირველი ფეხბურთელი 2000 წლის შემდეგ, ვინც ევროთასებზე გაიტანა, ბოლო იყო მაზი იზეტი.

* "დორტმუნდს" ასეთი ანგარიშით ევროთასებზე აქამდე არასოდეს მოუგია.

* "იუვენტუსს" პირველ ტურში საშინაო მატჩი არასოდეს წაუგია - 10 მოგება, 7 ფრე.

* ალვარო მორატამ ჩემპიონთა ლიგაზე მე-10 გოლი გაიტანა (27 მატჩში).

* რიად მაჰრეზმა "ლესტერის" ბოლო საგარეო მატჩებში 15-დან 13 შემთხვევაში გაიტანა.

* "ლესტერი" გახდა მესამე ინგლისური კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩი მოიგო ("მანჩესტერისა" და "ნიუკასლის" მერე).

* კრისტიან პულიშიჩი გახდა "დორტმუნდის" ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე, მას 18 წლის შესრულებამდე 4 დღე აკლდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული