კლოდ პიუელი: შანსი გვრჩება

AutoSharing Option
"ლიონის" მთავარმა მწვრთნელმა კლოდ პიუელმა ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის შემდეგ გამოთქვა აზრი, რომ მის გუნდს უკეთ თამაში შეეძლო. თუმცა ფრანგული კლუბის თავკაცი კმაყოფილი დარჩა იმით, რომ მისი შეგირდები ტურნირის შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებენ.

"კმაყოფილი ვარ, რომ საპასუხო მატჩში მეოთხედფინალის საგზურის მოპოვების შანსს ვინარჩუნებთ. მადრიდში დადებითი შედეგის მიღწევას და შემდეგ ეტაპზე გასვლას ვეცდებით. თუმცა მადრიდში უკეთ უნდა ვითამაშოთ და მოწინააღმდეგის ყოველი შეცდომა გამოვიყენოთ. პირველ მატჩში გატანის შესაძლებლობები გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მჯერა, რომ მეტი შეგვიძლია", - განაცხადა "ლიონის" თავკაცმა.


მომზადებულია AP-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული