ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი "ლიონს" და "რეალს" შორის(1:1) ესპანეთში მიმდინარე სეზონში ტელემაყურებელთა რაოდენობის მიხედვით სარეკორდო გახდა. თამაშს 8.278 მილიონმა ადამიანმა (ტელემაყურებელთა საერთო რაოდენობის 41.5-მა პროცენტმა ნახა) უყურა, მატჩის დასასრულს კი აუდიტორია10.392 მილიონამდე (46.6 პროცენტი) გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში "რეალი"-"ლიონის" შეხვედრას დაახლოებით 7.610 მილიონმა ადამიანმა ადევნა თვალი.
.