ჩემპიონთა ლიგა: ლიგის ბილეთებს ყველაზე ძვირად "იუვე" ყიდის

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში, ინგლისურ ტაბლოიდებზე დაყრდნობით, გამოქვეყნდა მონაცემები, საიდანაც ირკვევა, თუ რომელი კლუბები რა ფასად ყიდიან ჩემპიონთა ლიგის ბილეთებს.

გაირკვა, რომ ყველაზე იაფი ბილეთები "როსტოვის" საშინაო თამაშზე გაიყიდა, სადაც ბილეთის მინიმალური ფასი 4 გირვანქა გახლდათ. ბოლოსწინა ადგილზეა კიევის "დინამო", რომლის მესვეურები ყველაზე იაფიან ბილეთებს 7 გირვანქად ყიდიან, შემდეგ კი "პორტუ" მოდის 10-ფუნტიანი ბილეთებით.

დროა, იმ კლუბებზეც ვთქვათ, რომლებიც ბილეთებს ყველაზე ძვირად ყიდიან – მესამე ადგილზეა "არსენალი", რომლის საშინაო თამაშებზე ბილეთების ფასი 37 ფუნტიდან იწყება, შემდეგ "ბარსელონა" მოდის 38-ფუნტიანი ბილეთებით, პირველ
ადგილზე კი "იუვენტუსია", რომელიც ყველაზე იაფ ბილეთებს 39 ფუნტად აფასებს. ამ თემაზე მოკლე კომენტარი გააკეთა ტურინული გრანდის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ:

"ბილეთის ფასი უნდა დადგინდეს მოთხოვნის შესაბამისად. ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ფასები იყოს კიდევ უფრო მაღალი, მაგრამ პატივს ვცემთ გულშემატკივრებს და შესაბამისად, ვადგენთ გონივრულ ფასებს. "არსენალისგან" და "ბარსელონასგან" განსხვავებით, "იუვენტუსის" საშინაო არენაზე 42 000 მაყურებელი ეტევა და ესეც გასათვალისწინებელია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული