ხავიერ ძანეტი: მატჩი ფრედ უნდა დამთავრებულიყო

AutoSharing Option
"ინტერის" კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ "ბაიერნთან"(0:1) ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში საშინაო წაგების შემდეგ მიუნხენელთა კართან მომენტების დაბალ რეალიზაციაზე დაიჩივლა. მცველმა ხაზი გაუსვა, რომ ახლა მის გუნდს გერმანიაში აგრესიული ფეხბურთის თამაში მოუწევს, რათა აუცილებელ შედეგს მიაღწიოს.

"მატჩის შედეგით გულგატეხილნი და იმედგაცრუებულნი ვართ. ძალიან სამწუხაროა, ჩვენ ხომ ასე ვემზადებოდით ჩემპიონთა ლიგისა და ამ შეხვედრისთვის. ბევრი სახიფათო მომენტი შევქმენით, ვალდებულნი ვიყავით გაგვეტანა და ვფიქრობ, რომ ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა.

ახლა მიუნხენში მოსაგებად წასვლა გვიწევს, აუცილებელი იქნება მოწინააღმდეგის კარი ავიღოთ და წინა მატჩის შედეგს
ყურადღება არ მივაქციოთ", - განაცხადა ძანეტიმ.


მომზადებულია Inter Channel-ის მიხედვით

 

 

 

.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული