დიდიე დეშამი: ”მანჩესტერი” ფავორიტია, მაგრამ შანსი შევინარჩუნეთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედთან", "მარსელის" მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი კმაყოფილი დარჩა იმით, რომ გუნდმა საკუთარ მოედანზე გოლი არ გაუშვა. ფრანგული კლუბის თავკაცმა იმედი გამოთქვა, რომ საპასუხო შეხვედრაში, რომელიც 15 მარტს გაიმართება, მისი შეგირდები ასევე დისციპლინირებულად ითამაშებენ.

"მნიშვნელოვანი იყო, რომ გოლი არ გაგვეშვა და ეს შევძელით. რთული მატჩი იყო, "მანჩესტერ იუნაიტედის" სიძლიერე ყველასთვის ცნობილია. მეორე ტაიმში სადღაც 20 წუთის განმავლობაში ძალიან კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ გოლის გატანა მაინც ვერ მოვახერხეთ. ბოლოსკენ უფრო გაგვიჭირ
და, რადგან მეტოქემ ტაქტიკა შეცვალა და ბურთს მეტ ხანს აკონტროლობდა.

ალექს ფერგიუსონს რამდენიმე მოთამაშე აკლდა, მაგრამ შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს, რაც მეტოქის კლასს ხაზს უსვამს.

ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ, რადგან მათ მთელი თავიანთი ოსტატობის გამოვლენა შეძლეს. "ოლდ ტრეფორდზე" დაცვაში საიმედოდ თამაშს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ და შესაძლოა იქაც შეგვექმნას მეტოქის კარის აღების შესაძლებლობა. "მანჩესტერ იუნაიტედი" ფავორიტად რჩება, მაგრამ ჩვენ არცთუ ცუდი შანსი გვაქვს", - თქვა დეშამმა.


მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

 

 

.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული