ვესლი სნეიდერი: მოგებას ვიმსახურებდით

AutoSharing Option
"ინტერის" ნახევარმცველი ვესლი სნეიდერი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში "ბაიერნთან" უკეთეს შედეგს იმსახურებდა. ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის გასული სეზონის ფინალისტები გახსნილად თამაშბდნენ, საბოლო ჯამში ფორტუნამ მიუნხენელებს გაუღიმა, რომლებმაც ერთადერთი ბურთი 90-ე წუთზე გაიტანეს.

"ეს თამაში უნდა მოგვეგო. ვფიქრობ, შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ და მეტოქის კართან ბევრი სახიფათო მომენტი შევქმენით. თუმცა გოლის გატანა ვერაფრით მოვახერხეთ. საბოლოოდ "ინტერმა" წააგო და ახლა ურთულესი გასვლითი დაპირისპირება გველის მიუნხენში, მაგრამ მისი ბედი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი", - თქვა სნეიდერმა.


მომზადებულია fcbayern.t-com-ის მიხედვით

 

 

 

.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული