რუნი: კარგია, რომ ”მარსელთან” არ წავაგეთ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი უეინ რუნი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში "მარსელთან" (0:0) ფრეთი კმაყოფილი დარჩა. შემადგენლობაში ტრავმირებულთა სიუხვის გამო ფორვარდს არა გამოკვეთილ ფორვარდად, არამედ ფლანგზე თამაში მოუხდა.

"კარგია, რომ არ წავაგეთ. ახლა "მარსელს" შინ მივიღებთ. ვიცით, რომ თუ "ოლდ ტრეფორდზე" მოვიგებთ, შემდეგ ეტაპზე გავალთ. დარწმუნებულნი ვართ, რომ წარმატებას მივაღწევთ. რაც შეეხება თამაშს, ახლა ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს, ამიტომ ფლანგზე მიწევს მოქმედება. მაგრამ ჩემთვის ეს ნორმალურია, არანაირ პრობლემას არ ვგრძნობ. "მარსელს" ჩვენთვის ბევრი სირთულე არ შეუქმნია. თუმცა საკმაო საგოლე მომენტების შექმნა
"მანჩესტერმაც" ვერ მოახერხა", - თქვა რუნიმ.


მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით

 

 

.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული