ტომას კრაფტი: "ბაიერნს" მეოთხედფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს

AutoSharing Option
"ბაიერნის" მეკარემ ტომას კრაფტმა კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში "ინტერთან" კარის მშრალად შენახვა შეძლო. მილანელებმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ 22 წლის გოლკიპერმა გუშინ კარგი მატჩი ჩაატარა.

"ვფიქრობ, დღეს კარგი თამაში ვაჩვენეთ. მატჩის მიმდინარეობისას რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი გავუშვით, თუმცა "ინტერიც" ჩვენს კარს არაერთხელ დაემუქრა. ორიოდ ეპიზოდში ბედმა გამიღიმა და კარის მშრალად შენახვა შევძელი. ვფიქრობ, გამარჯვება მეოთხედფინალში გასვლის შესანიშნავ შანსს გვაძლევს", - თქვა კრაფტმა.


მომზადებულია fcbayern.t-com.de-ს მიხედვით

 

 

 

.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული