კრიშტიანო რონალდო ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. შესაბამისი გამოკითხვა გულშემატკივრებში გაზეთებმა Marca-მ და La gazzetta dello Sport-მა ჩაატარეს.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ტურნირი მოიგო, რომლის ფინალში მადრიდის "ატლეტიკო" დაამარცხა. მატჩის ძირითადი და დამატები დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი "რეალმა" იმარჯვა - 5:3.

პრემიის მიღების დროს რონალდომ აღნიშნა, რომ ამჟამად "რეალს" ძალიან აკლია ტრავმების გამო ისეთი ფეხბურთელების არყოფნა, როგორებიც ლუკა მოდრიჩი, სერხიო რამოსი
და კარლოს კასემიროა. თუმცა იქვე დასძინა, რომ გუნდი მაინც საკმაოდ ძლიერი და კონკურენტუნარიანია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული