ჩემპიონთა ლიგა. III ტური. F ჯგუფი: ყაზაიშვილის მძიმე წუთები "ბერნაბეუზე" [VIDEO]

AutoSharing Option
ფავორიტებმა იმარჯვეს და შესაბამისად, მდევრებთან ქულათა ფორა გაზარდეს. თუმცა, რამდენად არიან ლისაბონის "სპორტინგი" და განსაკუთრებით, ვარშავის "ლეგია" დორტმუნდის "ბორუსიას" და მადრიდის "რეალის" მდევრები, ეგ კიდევ ცალკე თემაა.

მოკლედ, ლიდერებმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს პლეი ოფში გასასვლელად და ისეთი პირი უჩანს, რომ ამ ჯგუფის მთავარი ინტრიგა ის იქნება, თუ ვინ დაიკავებს პირველ ადგილს და შესაბამისად, რომელი გუნდი იქნება განთესილი მერვედფინალური ეტაპის წილისყრისას.

"რეალმა" "ლეგიასგნ" ერთი გოლი კი მიიღო, მაგრამ ხუთი აგემა და კითხვის ნიშნები არ დატოვა. უცნაურია, რომ ამ ხუთი გოლიდან
კრიშტიანო რონალდოს ანგარიშზე არც ერთი არაა. სამაგიეროდ, პორტუგალიელმა ორი საგოლე პასი მიითვალა აქტივში. 20 წუთამდე სათამაშო დრო ერგო ვაკო ყაზაიშვილს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შედარებით რთული მატჩი ჰქონდა "ბორუსიას", თუმცა გერმანული გუნდი პირველივე ტაიმში სოლიდური ფორით დაწინაურდა და მთლიანობაში, დამაჯერებლად გაიმარჯვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩემპიონთა ლიგა. III ტური. F ჯგუფი
სპორტინგი-დორტმუნდი 1:2
გოლები: 0:1 ობამეიანგი (9), 0:2 ვაიგლი (43), 1:2 ცეზარი (67)
სპორტინგი (4-2-3-1): რუი პატრისიო - სკელოტო, კოატესი, სემედო, ზეეგელაარი - კარვალიო, ელიაში (60. ცეზარი) - მარტინსი, მარკოვიჩი (65. კემპბელი), რუისი (79. ანდრე) - დოსტი
დორტმუნდი (4-5-1): ბურკი - გინტერი (71. როდე), პაპასტატოპულოსი, ბარტრა (68. პიშჩეკი), პასლაკი (90. ბურნიჩი) - პულიშიჩი, კაგავა, ვაიგლი, გიოტცე, დემბელე - ობამეიანგი
გაფრთხილება: 4-3; კუთხური: 2-4; ჯარიმა: 10-12; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 11-9 (6-4); ბურთის ფლობა: 42%-58%; მაყურებელი: 45 000

რეალი-ლეგია 5:1
გოლები: 1:0 ბეილი (16), 2:0 იოდლოვეცი (19-საკ. კარში), 2:1 რადოვიჩი (22-პენ.), 3:1 ასენსიო (37), 4:1 ვასკესი (68), 5:1 მორატა (84)
რეალი (4-3-3): ნავასი - დანილო, პეპე, ვარანი, მარსელო - ასენსიო (79. კოვაჩიჩი), კროოსი, ხამესი (63. ვასკესი) - ბეილი (64. მორატა), რონალდო, ბენზემა
ლეგია (4-2-3-1): მატავჟი - ბერეჟისკი, ჟერვინსკი, რჟეზნიაჩაკი, ჰლუშეკი - იოდლოვეცი, მულინი (81. კოპჩინსკი) - გილიერმე (74. ყაზაიშვილი), ოფოე, კუჩარჩიკი - რადოვიჩი (74. ნიკოლიჩი)
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 9-3; ჯარიმა: 10-8; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 19-13 (11-5); ბურთის ფლობა: 58%-42%; მაყურებელი: 85 000

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. დორტმუნდი 3 2 1 0 10-3 7
2. რეალი 3 2 1 0 9-4 7
3. სპორტინგი 3 1 0 2 4-4 3
4. ლეგია 3 0 0 3 1-13 0

მომდევნო ტური
2 ნოემბერი:
დორტმუნდი-სპორტინგი, ლეგია-რეალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
არავინ მიაქცია ყურადღება, რომ სპორტინგის გოლის ჩათვლა სერიოზული შეცდომა იყო. თავისუფალი დარტყმისას პირდაპირ გატანილი ბურთი არ ითვლება და კარიდან დარტყმა უნდა დაინიშნოს.
კი, ერთერთი პორტუგალიელი შეეხო ბურთს და მეორემ დაარტყა, მაგრამ პირველის შეხების შემდეგ ბურთი თამაშში არ შესულა (თავისი გარშემოწერილობის ტოლი მანძილი არ გაუვლია), ე.ი. პირდაპირი დარტყმა იყო...
უშანგი
02:54 20-10-2016
0
ვაკომ რა ითამაშა 20 წუთში ვერ გავიგე, სულ რამოდენიმე მოკლე პასი და არაფერი მეტი. როგორც ჩანს არც ვაკოს უნდა ლეგია და არც ლეგიას უნდა ვაკო. ვერ უგებენ ერთმანეთს აშკარად.
kika
11:02 19-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული