ჩემპიონთა ლიგა. III ტური: ლეო მესიმ პეპ გვარდიოლას "სიტი" გაანადგურა

AutoSharing Option
19 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის I წრე კიდევ ოთხ ჯგუფში დასრულდა.

დღის მთავარი მატჩი "კამპ ნოუზე" გაიმართა, სადაც ხოსეპ გვარდიოლას "სიტიმ" "ბარსელონას" უხეშობის გარდა ვერაფერი დაუპირისპირა და 0:4 დამარცხდა.

ჰეთ თრიკი შეასრულა ლიონელ მესიმ, რომელიც ახლახან დაუბრუნდა მოედანს. არგენტინელს პოკერის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ პენალტი, რომელიც თავად მოიპოვა, ნეიმარს დაუთმო, ბრაზილიელმა კი ვერ გაიტანა. საბოლოოდ, ნეიმარმა მაინც გაიტანა.

სხვა მატჩებიდან აღვნიშნავთ "არსენალის" 6:0 გამარჯვებას "ლუდოგორეცზე", მესუთ იოზილმა ჰეთ თრიკი შეასრულა. თავიანთი მატჩები მოიგეს პსჟ-მ, "ბენფიკამ", "ატლეტიკომ" და "გლადბახმა". აი, "ნაპოლი"
კი შინ მოულოდნელად დამარცხდა "ბეშიქთაშთან".

A ჯგუფი
არსენალი-ლუდოგორეცი 6:0
გოლები: 1:0 ა. სანჩესი (12), 2:0 უოლკოტი (42), 3:0 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (46), 4:0 იოზილი (56), 5:0 იოზილი (83), 6:0 იოზილი (87)

პსჟ-ბაზელი 3:0
გოლები: 1:0 დი მარია (40), 2:0 ლუკასი (62), 3:0 კავანი (93-პენ)

B ჯგუფი
ნაპოლი-ბეშიქთაში 2:3
გოლები: 0:1 ადრიანო (12), 1:1 მერტენსი (30), 1:2 აბუბაქარი (38), 2:2 გაბიადინი (69-პენ), 2:3 აბუბაქარი (86)
გამოუყენებელი პენალტი: ინსინიე (50. ნაპოლი)

დინამო-ბენფიკა 0:2
გოლები: 0:1 სალვიო (9-პენ), 0:2 სერვი (55)

C ჯგუფი
სელტიკი-გლადბახი 0:2
გოლები: 0:1 შტინდლი (57), 0:2 ჰანი (77)

ბარსელონა-სიტი 4:0
გოლები: 1:0 მესი (17), 2:0 მესი (61), 3:0 მესი (69), 4:0 ნეიმარი (89)
გაძევება: ბრავო (53. სიტი), მატიო (73. ბარსელონა)
გამოუყენებელი პენალტი: ნეიმარი (87)

D ჯგუფი
როსტოვი-ატლეტიკო 0:1
გოლი: 0:1 ფერეირა-კარასკო (62)

ბაიერნი-პსვ 4:1
გოლები: 1:0 მიულერი (13), 2:0 კიმიხი (21), 2:1 ნარსინგი (41), 3:1 ლევანდოვსკი (59), 4:1 რობენი (84)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული