დე როსის დისკვალიფიკაცია ემუქრება

AutoSharing Option
"რომას" ნახევარმცველმა დანიელე დე როსიმ შესაძლოა ევროთასებზე სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღოს.

უეფამ ჩემპიონტა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში დე როსის მონაწილეობით ინციდენტის გამოძიება დაიწყო. თამაშის ერთერთ ეპიზოდში დე როსიმ მსაჯისთვის შეუმჩნევლად დონეცკური გუნდის ფეხბურთელს დაარტყა.


იტალიური პრესა ამტკიცებს, რომ დე როსი დასჯას ალბათ ვერ გადაურჩება. საქმე ისაა რამდენად მკაცრი იქნება ის.


მომზადებულია Corriere dello Sport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული