წინა ტურის შემდეგ ხუთ კლუბს გარანტირებული ჰქონდა მერვედფინალის საგზური (არსენალი, პსჟ, ატლეტიკო, ბაიერნი, დორტმუნდი). წუხელ მათ კიდევ ხუთი შეემატა: "მონაკო", "იუვენტუსი", "ლევერკუზენი", "ლესტერი" და "რეალი".
E ჯგუფი
ამ ჯგუფის ერთი მატჩი მოსკოვში სხვებზე ადრე გაიმართა - ცსკა-ს ბოლო შანსი ჰქონდა პლეი ოფის საგზურისთვის ებრძოლა. ამისთვის კი "ლევერკუზენი" უნდა დაემარცხებინა. ეს არ მოხდა და რუსული არმია ნაადრევად ემშვიდობება ჩემპიონთა ლიგას. მასპინძლებს თამაშგარე ეგონათ, მაგრამ კევინ ფოლანდმა მე-16 წუთზე წესების სრული დაცვით გაუტანა ცსკა-ს "მონაკომ" "ტოტენჰემს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. არადა, პირველ ტაიმში რადამელ ფალკაომ უგო ლორისს პენალტი ვერ გაუტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში სიდიბემ "მონაკო" დააწინაურა, მაგრამ ჰარი კეინმა პენალტით გაათანაბრა. 53-ე წუთზე სიდიბეს პასით ლემარმა ჟარდიმის გუნდს სამი ქულა მოუტანა. ამ გამარჯვებით "მონაკო" მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდა, "ლევერკუზენი" ყველა ვარიანტში მეორე ადგილზე დაასრულებს ჯგუფს, "ტოტენჰემი" ლიგიდან გავარდა.
F ჯგუფი
"სიგნალ იდუნა პარკზე" 12 გოლი გავიდა, აქედან 8 ვაკო ყაზაიშვილის "ლეგიას" კარში - 8:4. ჩვენებური სათადარიგო იყო და ამ ჭკუამხიარულ მატჩში თამაშის შანსი არ მისცემია. მარკო როისმა ჰეთ თრიკი შეასრულა, შინჯი კაგავამ - დუბლი, თითო გოლი შაჰინის, პასლაკისა და დემბელეს ანგარიშზეა. მადრიდის "რეალმა" ლისაბონში "სპორტინგს", რომელმაც 10 კაცით დაასრულა მატჩი, 2:1 მოუგო. რაფაელ ვარანმა გახსნა ანგარიში. მეორე ტაიმში რიცხვმცირე პორტუგალიელებმა ადრიენ სილვას პენალტით გაათანაბრეს, მაგრამ მატჩს წერტილი ქარიმ ბენზემამ დაუსვა. უკვე გასულ "დორტმუნდს" "რეალიც" შეუერთდა.
G ჯგუფი
"ლესტერ სიტიმ" მიზანს იოლად მიაღწია, ოკაზაკისა და მაჰრეზის გოლებით 2:1 მოუგო აუტსაიდერ "ბრიუგესა" და დებიუტანტი გუნდი მერვედფინალში განაღდებული პირველი ადგილით გავიდა."კოპენჰაგენი" შინ "პორტუს" 0:0 ეომა და შანსები შეინარჩუნა.
H ჯგუფი
დღის ყველაზე საინტერესო შეხვედრა "სანჩეს პისხუანზე" გაიმართა. მოულოდნელად, თითქმის განახევრებულმა "იუვენტუსმა" შეძლო სტუმრად "სევილიას" დამარცხება - 3:1. 36-ე წუთიდან მოყოლებული ანდალუსიელები 10 კაცით თამაშობდნენ (ვასკესი გააძევეს), მანამდე კი "სევილია" ნიკოლას პარეხას ლამაზი გოლით იგებდა. ტაიმის მიწურულს მათ კარში კლატენბურგმა პენალტი დანიშნა, რომელიც მარკიზიომ გოლად აქცია. მატჩის ბოლოსკენ კი "სევილია" გატყდა და ბონუჩისა და მანჯუკიჩის გოლებით "იუვემ" სასურველი სამი ქულა მოიპოვა. ამით "ბებერმა ქალბატონმა" საგზური გაინაღდა.
"სევილია" კი ზაგრების "დინამოს" მომგებ "ლიონს" ესტუმრება ძალზე მნიშვნელოვან დაპირისპირებაში.
E ჯგუფი
ცსკა-ლევერკუზენი 1:1
გოლები: 0:1 ფოლანდი (16), 1:1 ნათხო (75-პენ.)
ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი - ფერნანდესი, ვ. ბერეზუცკი, ა. ბერეზუცკი, შენნიკოვი - ვერნბლუმი, ნათხო - მილანოვი, გოლოვინი, ძაგოევი (83. ტრაორე) - ჩალოვი (90. სტანდბერგი)
ლევერკუზენი (4-4-2): ლენო - იედვაი, თა, თოფრაქი, ჰენრიხსი - ბრანდტი (71. ჰავერტცი), არანგისი, კამპლი (90. მეჰმედი), ჩალჰანოღლუ - ჩიჩარიტო (81. ბაუმგარტლინგერი), ფოლანდი
გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 5-4; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 9-7 (5-4); ბურთის ფლობა: 55%-45%; მაყურებელი: 19 000
მონაკო-ტოტენჰემი 2:1
გოლები: 1:0 სიდიბე (48), 1:1 კეინი (52-პენ.), 2:1 ლემარი (53)
მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - სიდიბე, გლიკი, ჟემერსონი, მენდი - ფაბინიო, სილვა, ბაკაიოკო, ლემარი (81. მოუტინიო) - ფალკაო (89. რაგი), ჟერმენი (77. კარილიო)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ტრიპიერი, დაიერი, ვიმერი, როუზი - დემბელე (65. ერიკსენი), ვანიამა - ალი, ვინკსი (75. სისოკო), სონი (65. იანსენი) - კეინი
გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 5-7; ჯარიმა: 11-14; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 28-9 (17-7); ბურთის ფლობა: 41%-59%; მაყურებელი: 18 000
თ მ ფ წ ბ ქ
1. მონაკო 5 3 2 0 9-4 11
2. ლევერკუზენი 5 1 4 0 5-4 7
3. ტოტენჰემი 5 1 1 3 3-5 4
4. ცსკა 5 0 3 2 4-8 3
ბოლო ტური
7 დეკემბერი
ლევერკუზენი-მონაკო
ტოტენჰემი-ცსკა
F ჯგუფი
სპორტინგი-რეალი 1:2
გოლები: 0:1 ვარანი (29), 1:1 ე. სილვა (80-პენ.), 1:2 ბენზემა (87)
სპორტინგი (4-5-1): რუი პატრისიო - ჟ. პერეირა, კოატესი, სემედო, ზეეგელაარი - კარვალიო, სეზარი (62. კემპბელი), მარტინში, ე. სილვა, რუისი (67. სკელოტო) - დოსტი (77. ანდრე)
რეალი (4-2-3-1): ნავასი - კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო (71. კოენტრაო) - მოდრიჩი, კოვაჩიჩი - ლ. ვასკესი, ისკო (67. ბენზემა), ბეილი (58. ასენსიო) - რონალდო
გაძევება: პერეირა (64. სპორტინგი)
გაფრთხილება: 3-2; კუთხური: 2-8; ჯარიმა: 16-9; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 4-7 (2-2); ბურთის ფლობა: 41%-59%; მაყურებელი: 50 000
დორტმუნდი-ლეგია 8:4
გოლები: 0:1 პრიოვიჩი (10), 1:1 კაგავა (17), 2:1 კაგავა (18), 3:1 შაჰინი (20), 3:2 პრიოვიჩი (24), 4:2 დემბელე (29), 5:2 როისი (32), 6:2 როისი (52), 6:3 კუჩარჩიკი (57), 7:3 პასლაკი (81), 7:4 ნიკოლიჩი (83), 8:4 როისი (90)
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - როდე, გინტერი, ბარტრა (62. დურმი), პასლაკი - კასტრო, შაჰინი (70. ოაბამეიანგი) - კაგავა, პულიშიჩი, დემბელე (72. შურლე) - როისი
ლეგია (4-2-3-1): ჩერჟნიაკი - ბერეჟისკი, ჟერვინსკი, პაზდანი, რჟეჟნიჩაკი - გილერმე (55. იადლოვეცი), კოპჟინსკი - რადოვიჩი, ოფოე (75. ნიკოლიჩი), კუჩარჩიკი - პრიოვიჩი (69. ვიეტესკა)
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 1-1; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 7-4; კარში დარტყმა: 28-18 (18-11); ბურთის ფლობა: 68%-32%; მაყურებელი: 80 000
თ მ ფ წ ბ ქ
1. დორტმუნდი 5 4 1 0 19-7 13
2. რეალი 5 3 2 0 14-8 11
3. სპორტინგი 5 1 0 4 5-7 3
4. ლეგია 5 0 1 4 8-24 1
ბოლო ტური
7 დეკემბერი
რეალი-დორტმუნდი
ლეგია-სპორტინგი
G ჯგუფი
ლესტერი-ბრიუგე 2:1
გოლები: 1:0 ოკაზაკი (5), 2:0 მაჰრეზი (30), 2:1 ისკიერდო (52)
ლესტერი (4-4-2): ცილერი - სიმპსონი, ჰუტი, მორგანი, ფუხსი - მაჰრეზი (68. შლუპი), კინგი, დრინკვოტერი, ოლბრაიტონი (78. ამარტეი) - ვარდი, ოკაზაკი (68. გრეი)
ბრიუგე (4-4-2): ბიუტელი - კულსი, პულენი, მეხელე, დე ბოკი (70. ვან რეინი) - სიმონსი, პინა (61. ლიმბომბე), კლოდემირი (85. ფერეირა და სილვა), ვანაკენი - ვოსენი, ისკიერდო
გაფრთხილება: 1-0; კუთხური: 11-7; ჯარიმა: 5-9; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 12-8 (9-3); ბურთის ფლობა: 51%-49%; მაყურებელი: 31 443
კოპენჰაგენი-პორტუ 0:0
კოპენჰაგენი (4-4-2): ოლსენი - ანკერსენი, ზანკა, იოჰანსონი, აუგუსტინსონი - ფალკ იენსენი (75. კუსკი), დელანი, კვისტი, ტუტუ (75. გრეგუსი) - პავლოვიჩი, ვერბიჩი
პორტუ (4-4-2): კასილიასი - მ. პერეირა, ფელიპე, მარკანო, ალექს ტელესი - რ. პერეირა, კორონა (88. ვარელა), ოტავინიო (84. ევანდრო), ტორესი, - ჟოტა, ანდრე სილვა
გაფრთხილება: 3-3; კუთხური: 3-5; ჯარიმა: 16-13; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 8-15 (1-5); ბურთის ფლობა: 51%-49%; მაყურებელი: 32 036
თ მ ფ წ ბ ქ
1. ლესტერი 5 4 1 0 7-1 13
2. პორტუ 5 2 2 1 4-3 8
3. კოპენჰაგენი 5 1 3 1 5-2 6
4. ბრიუგე 5 0 0 5 2-12 0
ბოლო ტური
7 დეკემბერი
ბრიუგე-კოპენჰაგენი
პორტუ-ლესტერი
H ჯგუფი
დინამო-ლიონი 0:1
გოლი: 0:1 ლაკაზეტი (72)
დინამო ზ. (4-1-4-1): ლივაკოვიჩი - მატელი (14. ერნანდესი), სიგალი, ბერკოვიჩი, პივარიჩი - კნეზევიჩი - სიტუმი, პავიჩიჩი (73. მაჩადო), გოიაკი, ჩორიჩი (52. იონასი) - ფერნანდესი
ლიონი (4-3-3): ანტონი ლოპეში - რაფაელი, იანგა-მბივა, ნ"კულუ, მორელი - ფერი, გონალონი, დარდერი (66. ტოლისო) - კორნიე (66. ფეკირი), ვალბუენა (88. რიბუსი), ლაკაზეტი
გაფრთხილება: 3-1; კუთხური: 1-5; ჯარიმა: 9-16; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 7-17 (2-8); ბურთის ფლობა: 37%-63%; მაყურებელი: 7 834
სევილია-იუვენტუსი 1:3
გოლები: 1:0 პარეხა (9), 1:1 მარკიზიო (45+2-პენ.), 1:2 ბონუჩი (84), 1:3 მანჯუკიჩი (90+4)
სევილია (3-5-2): სერხიო რიკო - რამი, პარეხა, მერკადო - ნ"ზონზი, მარიანო (76. კრანევიტერი), იბორა, ვიტოლო, ესკუდერო - ვასკესი, ვიეტო (46. სარაბია)
იუვენტუსი (4-4-2): ბუფონი - დანი ალვეში, ბონუჩი, რუგანი, ევრა (72. სტურარო) - ხედირა, მარკიზიო, პიანიჩი (84. კინი) - კუადრადო (87. კიელინი), ალექს სანდრო, მანჯუკიჩი
გაძევება: ვასკესი (36)
გაფრთხილება: 4-4; კუთხური: 5-5; ჯარიმა: 13-18; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 9-12 (1-5); ბურთის ფლობა: 45%-55%; მაყურებელი: 38 942
თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 5 3 2 0 9-2 11
2. სევილია 5 3 1 1 7-3 10
3. ლიონი 5 2 1 2 5-3 7
4. დინამო ზ. 5 0 0 5 0-13 0
ბოლო ტური
7 დეკემბერი
ლიონი-სევილია
იუვენტუსი-დინამო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"