ჩემპიონთა ლიგა. V ტური: "ბარსა" და "სიტი" მერვედფინალში [VIDEO]

AutoSharing Option
წუხელ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტური დასრულდა. მერვედფინალში უკვე გასულ 10 გუნდს ორი დაემატა - "ბარსელონა" და მანჩესტერ სიტი", პეპ გვარდიოლას ყოფილი და ახლანდელი გუნდები, ორივე მერვედფინალშია.

A ჯგუფი
ლონდონში, "არსენალისა" და პსჟ-ს ფეხბურთელებმა მხიარული მატჩი შემოგვთავაზეს, შემტევი, შეცდომებით სავსე ფეხბურთით. მე-18 წუთზე ედინსონ კავანიმ ახლო მანძილიდან გახსნა ანგარიში, მაგრამ ტაიმის მიწურულს ოლივიე ჟირუმ პენალტით გაათანაბრა. მეორე ტაიმში კი ჯერ ვერატიმ ჩაჭრა ბურთი საკუთარ კარში, შემდეგ ივობიმ - 2:2.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბულგარეთში "ბაზელს" უდიდესი უპირატესობა ჰქონდა "ლუდოგორეცზე", მაგრამ გოლი
ვერაფრით გაუტანა - 0:0.

B ჯგუფი
სტამბოლში 6-გოლიანი თრილერი ვიხილეთ, "ბეშიქთაშმა" და "ბენფიკამ" ქულები გაიყვეს - 3:3. თურქებმა საოცარი რამ შეძლეს - აგებდნენ 0:3-ს (გუედეშის, სემედუსა და ფეიშას გოლებით) და ქულა მაინც გადაარჩინეს. 58-ე წუთზე ტოსუნმა ერთი გაქვითა, რიკარდო კვარეჟმამ პენალტი გაიტანა, ბოლოს კი ვენსან აბუბაკარმა გაათანაბრა.

"ნაპოლისა" და კიევის "დინამოს" დაპირისპირებაზე საინტერესო მოვლენები მატჩამდე უფრო ვითარდებოდა, როცა იტალიელმა ხულიგნებმა კიეველთა ორი ქომაგი დაჭრეს, თავად თამაში კი უფერული 0:0-ით დასრულდა. ამ ჯგუფში არაფერია გარკვეული, გარდა იმისა, რომ კიევის "დინამო" ევროთასებს დაემშვიდობა.

C ჯგუფი
გლაზგოში "ბარსამ" 7:0 რა თქმა უნდა, ვეღარ გაიმეორა, მაგრამ სამი ქულისთვის 2:0-იც სავსებით საკმარისია, ორივე გოლი ლეო მესის ანგარიშზეა (ერთი პენალტი). ლეოს ანგარიშზე ამ სეზონში უკვე 9 გოლია ლიგაზე.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამით ლუის ენრიკეს გუნდმა არა მარტო ჯგუფური ეტაპი დაძლია, არამედ, ჯგუფიც ნაადრევად მოიგო, რადგან მიონხენგლადბახში "ბორუსია" და "მანჩესტერ სიტი" 1:1 დაზავდნენ. რაფაელმა გერმანელები დააწინაურა, მაგრამ დავიდ სილვამ გაათანაბრა. გუნდებმა 10-10 კაცით დაასრულეს თამაში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

D ჯგუფი
მიუნხენის "ბაიერნი" უმოტივაციოდ ჩავიდა რუსეთში, მაგრამ მის დამარცხებას "როსტოვთან" მაინც ცოტა ელოდა. მით უფრო მას მერე, რაც დუგლას კოშტამ ანგარიში გახსნა, მაგრამ ტაიმის მიწურულს აზმუნმა გაათანაბრა. მეორე ტაიმში "ბაიერნის" კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც პოლოზმა გოლად გარდასახა. გერმანელებმა უმალ გაათანაბრეს, ეს ესპანელმა ხუან ბერნატმა შეძლო, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც რუსების იყო - კრისტიან ნობოამ "როსტოვს" სამი ქულა მოუპოვა - 3:2.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ატლეტიკომ" უმალ ისარგებლა "ბაიერნის" წაფორხილებით და ჯგუფი ნაადრევად მოიგო - ფრანგული შემტევი დუეტის გოლებმა (გამეირო, გრიზმანი) დიეგო სიმეონეს გუნდს 2:0 მოაგებინეს ჰოლანდიურ "ეინდჰოვენზე".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

A ჯგუფი
არსენალი-პსჟ 2:2
გოლები: 0:1 კავანი (18), 1:1 ჟირუ (45+1-პენ.), 2:1 ვერატი (60-ს.კ-ში), 2:2 ივობი (77-ს.კ-ში)
არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - ჯენკინსონი (81. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), მუსტაფი, კოშელნი, გიბსი - კოკლენი (80. უოლკოტი), რემზი - სანჩესი, იოზილი, ივობი (77. ჯაკა) - ჟირუ
პსჟ (4-3-3): არეოლა - მიონიე, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, მაქსველი - მოტა, კრიხოვიაკი (67. ბენ არფა), ვერატი - მატუიდი, ლუკასი (89. ხესე), კავანი
გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 3-6; ჯარიმა: 11-9; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 5-14 (2-3); ბურთის ფლობა: 48%-52%; მაყურებელი: 59 628

ლუდოგორეცი-ბაზელი 0:0
ლუდოგორეცი (4-2-3-1): სტოიანოვი - სისინიო, პალომინო, მოცი, ნათანიელი - დიაკოვი, ანისენტი - კაფუ, ვანდერსონი (90+4. კამპანიარო), მისიჯანი (84. ლუკოკი) - კეშერუ (90+2. პლასტუნი)
ბაზელი (4-1-4-1): ვაცლიკი - ლანგი, სუხი, ბალანტა, ტრაორე - ჯაკა - ბიარნასონი (85. კალა), დელგადო (80. სპორარი), ზუფი, ელიუნუსი - დუმბია (79. იანკო)
გაფრთხილება: 3-4; კუთხური: 3-5; ჯარიმა: 12-30; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 5-10 (0-5); ბურთის ფლობა: 55%-45%; მაყურებელი: 20 821

თ მ ფ წ ბ ქ
1. არსენალი 5 3 2 0 14-5 11
2. პსჟ 5 3 2 0 11-5 11
3. ბაზელი 5 0 2 3 2-8 2
4. ლუდოგორეცი 5 0 2 3 4-13 2

ბოლო ტური
6 დეკემბერი
პსჟ-ლუდოგორეცი
ბაზელი-არსენალი

B ჯგუფი
ბეშიქთაში-ბენფიკა 3:3
გოლები: 0:1 გედესი (10), 0:2 სემედო (25), 0:3 ფეისა (31), 1:3 ტოსუნი (58), 2:3 კვარეჟმა (83-პენ.), 3:3 აბუბაქარი (89)
ბეშიქთაში (4-2-3-1): ფაბრი - გიონული (46. ტოსუნი), მარსელო, ტოშიჩი (60. ნიუკანი), ბეკი - არსლანი (46. ინლერი), ჰატჩინსონი - ადრიანო, იოზიაკუპი, კვარეჟმა - აბუბაქარი
ბენფიკა (4-2-3-1): ედერსონი - სემედო, ლუიზაო, ლინდელოფი, ელიზეუ - ფეისა, პიცი - სალვიო, სერვი (64. რაფა სილვა), გედესი (75. სამარისი) - მიტროღლუ (86. ხიმენესი)
გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 5-2; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 9-2; კარში დარტყმა: 10-15 (5-4); ბურთის ფლობა: 57%-43%; მაყურებელი: 36 063

ნაპოლი-დინამო 0:0
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ზელინსკი (78. ალანი), დიავარა, ჰამშიკი - კალეხონი, ინსინიე (66. გაბიადინი), მერტენსი (86. ჯაკერინი)
დინამო კ. (4-5-1): რუდკო - მოროზიუკი, ხაჩერიდი, ვიდა, მაკარენკო - სიდორჩუკი (67. ორიჰოვსკი), რიბალკა, გარმაში, იარმოლენკო, ციგანკოვი (60. გონსალესი) - ბესედინი (81. მორაეში)
გაფრთხილება: 1-1; კუთხური: 17-2; ჯარიმა: 18-15; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 17-7 (5-0); ბურთის ფლობა: 48%-52%; მაყურებელი: 33 736

თ მ ფ წ ბ ქ
1. ნაპოლი 5 2 2 1 9-7 8
2. ბენფიკა 5 2 2 1 9-8 8
3. ბეშიქთაში 5 1 4 0 9-8 7
4. დინამო კ. 5 0 2 3 2-6 2

ბოლო ტური
6 დეკემბერი
დინამო-ბეშიქთაში
ბენფიკა-ნაპოლი

C ჯგუფი
სელტიკი-ბარსელონა 0:2
გოლები: 0:1 მესი (24), 0:2 მესი (55-პენ)
სელტიკი (4-5-1): გორდონი - ლუსტიგი, სიმუნოვიჩი, სვიატჩენკო, ისაგირე - მაკგრეგორი (72. რობერტსი), არმსტრონგი, ბრაუნი, როგიჩი (64. ბიტონი), სინკლერი (46. ფორესტი) - დემბელე
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე (72. მარლონი), მასკერანო, ალბა (66. დინი) - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, გომესი - მესი, ნეიმარი (77. არდა თურანი), სუარესი
გაფრთხილება: 3-4; კუთხური: 1-5; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 7-1; კარში დარტყმა: 10-13 (7-9); ბურთის ფლობა: 40%-60%; მაყურებელი: 60 000

გლადბახი-სიტი 1:1
გოლები: 1:0 რაფაელი (23), 1:1 დ. სილვა (45)
გლადბახი (4-2-3-1): ზომერი - ელვედი, კრისტენსენი, იანტშკე, ვენდტი - დაუდი (60. ვესტეგაარდი), შტრიობლი - ტრაორე (41. ჰოფმანი), შტინდლი, იონსონი - რაფაელი (84. ჰანი)
სიტი (3-5-1-1): ბრავო - ოტამენდი, სტოუნსი, კოლაროვი - ნავასი, სილვა, ფერნანდინიო, გიუნდოგანი, სტერლინგი (68. სანია) - დე ბრუინი - აგუერო
გაძევება: შტინდლი (51) - ფერნანდინიო (63)
გაფრთხილება: 4-1; კუთხური: 2-9; ჯარიმა: 13-10; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 8-10 (5-7); ბურთის ფლობა: 31%-69%; მაყურებელი: 54 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 5 4 0 1 16-4 12
2. სიტი 5 2 2 1 11-9 8
3. გლადბახი 5 1 2 2 5-8 5
4. სელტიკი 5 0 2 3 4-15 2

ბოლო ტური
6 დეკემბერი
ბარსელონა-გლადბახი
სიტი-სელტიკი

D ჯგუფი
როსტოვი-ბაიერნი 3:2
გოლები: 0:1 კოშტა (36), 1:1 აზმუნი (44), 2:1 პოლოზი (49-პენ.), 2:2 ბერნატი (52), 3:2 ნობოა (66)
როსტოვი (5-3-2): ჯანაევი - კალაჩევი (87. ტერენტიევი), მევლია, ნავასი, გრანატი, კუდრიაშოვი - ეროხინი, გაიტანი, ნობოა - აზმუნი (82. გრიგორიევი), პოლოზი (90. ეზატოლაჰი)
ბაიერნი (4-3-3): ულრაიხი - რაფინია, ბოატენგი (58. ჰუმელსი), ბადშტუბერი, ბერნატი - ლამი, ალკანტარა, სანჩესი (73. მიულერი) - კოშტა, რიბერი, ლევანდოვსკი
გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 3-7; ჯარიმა: 9-8; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 11-33 (7-23); ბურთის ფლობა: 29%-71%; მაყურებელი: 15 000

ატლეტიკო-პსვ 2:0
გოლები: 1:0 გამეირო (55), 2:0 გრიზმანი (66)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ვრსალიკო, ხიმენესი, გოდინი, ლუიში (76. ხუანფრანი) - კოკე, ტიაგო (75. საული), გაბი, ფერეირა-კარასკო - გამეირო, გრიზმანი
პსვ (5-4-1): ზოეტი - არიასი, შვააბი, მირინი, მორენო, ვილემსი (46. დე ვისი) - ზინჩენკო, პრიოპერი (84. ლუნდკვისტი), რამსელაარი, ბერგვინი (61. ნარსიგი) - პერეირო
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 9-2; ჯარიმა: 6-8; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 8-4 (4-1); ბურთის ფლობა: 54%-46%; მაყურებელი: 50 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. ატლეტიკო 5 5 0 0 7-1 15
2. ბაიერნი 5 3 0 2 13-6 9
3. როსტოვი 5 1 1 3 6-12 4
4. პსვ 5 0 1 4 4-11 1

ბოლო ტური
6 დეკემბერი
ბაიერნი-ატლეტიკო
პსვ-როსტოვი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვინ გითხრათ რო, ბაიერნი უმოტივაციოდ ჩავიდა როსტოვში?
ბაიერნს აუცილებლად უნდა მოეგო, რო მერე ატლეტიკოსთან ურთიერთობაში ჯგუფის გამარჯვებული გამოევლინა.
ამისთვის კი მიუნხენში მინიმუმ 2 ბურთით უნდა მოეგო ატლეტიკოსთვის, თუ თქვენ თვლით გერმანელები ჯგუფში მეორე ადგილზე ოცნებობდნენ?
მიუნხენის "ბაიერნი" უმოტივაციოდ ჩავიდა რუსეთში???
17:37 24-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული